გეგა გობეჯიშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

გეგა გობეჯიშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა უეფა-ს რეკომენდაციით მიიღეს.

გობეჯიშვილის თქმით, ის მზად იყო არჩევნებში მონაწილეობისა და რევაზ არველაძისთვის ხმის მიცემისთვის.

გობეჯიშვილს სავარაუდოდ, "ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი შეცვლის.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით გუშინ დააკავეს, დღეს კი სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ნახეთ ყველა ამბავი თეგზე#არჩევნები სფფ-ში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია