"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"

"შეიძლება მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"

მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ახლო აღმოსავლეთში ისედაც უკიდურესად ჩახლართული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. კრემლი ამტკიცებს, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" უტევს, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მის ოპოზიციას უფრო ხშირად ბომბავს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს. დასავლეთი, ტრადიციულად, შეშფოთებულია, ობამას ადმინისტრაციას კი უკვე არა მხოლოდ ოპონენტები, მხარდამჭერებიც აკრიტიკებენ იმ გაუბედავი და არასწორი პოლიტიკისთვის, რასაც ბოლო წლებში აშშ ახლო აღმოსავლეთში­ ახორციელებდა."ახლო აღ­მოსავლეთში შექმნილ ურთულეს ვითარებასა და­ მის გავლენაზე ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაზე, ექსპერტი ­ბადრი ნაჭყებია გვესაუბრება:

- უპირველესად ყურადსაღებია ის დრო და ვითარება, როდესაც რუსეთმა ამ ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია დასავლელი ლიდერები, განსაკუთრებით კი ობამას ადმინისტრაცია, განიხილავდნენ სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ სირიის ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიიღეს. რა სავარაუდო მიზეზებით იყო ეს განპირობებული, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ამჯერად კი ვიტყვი, რომ რუსეთმა დასავლეთის გაჭიანურებულ გადაწყვეტილებას დაასწრო და სამხედრო-საჰაერო ოპერაცია დაიწყო. პუტინმა ამ ოპერაციაში ჩართვით მნიშვნელოვნად ჩაშალა დასავლეთის გეგმები.

მთელი ამ კონფლიქტის განმავლობაში დასავლეთის მთავარი მოთხოვნა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა იყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც მისი სამხედრო მხარდაჭერა უკვე აშკარად გადაწყვიტა. თვალნათლივ ჩანს, რომ მიმდინარეობს მზადება სირიის რამდენიმე დე ფაქტო ნაწილად გასაყოფად, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს რუსეთის მომხრე სახელისუფლებო ზონის გაფართოება, ანუ ბაშარ ასადის მომხრეებისა და იმ უმცირესობის, რომელსაც ალავიტები ჰქვია, პოზიციების გამაგრება და გაფართოება. ტრადიციულად, ალავიტებს ეკავათ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ტარტუსი, ლატაკია და, ფაქტობრივად, მთელი ზღვისპირეთი. სწორედ ამ ზონის სრულად დაკავებასა და გაკონტროლებას აპირებს რუსეთი, ეს არის მისი მოკლევადიანი მიზანი. ამის გარდა, ის შეეცდება შექმნას კორიდორი ქურთებთან ჩრდილოეთისკენ, რომელიც პირდაპირ გავა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, იქვე კი ირანის საზღვარია, რომელიც რუსეთის პირდაპირი მოკავშირეა. მოკლედ, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ამ ზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაკონტროლებას გეგმავს.

- ცხადია, რომ რუსეთის მიზანი ახლო აღმოსავლეთზე დაკარგული გავლენის დაბრუნებაა. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი ობამას ადმინისტრაციას ადანაშაულებს შექმნილ ვითარებაში და იმაში, რომ რუსეთმა სამხედრო ოპერაციის წამოწყება გაბედა. როგორც ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვეს აშშ-მა და დასავლეთმა?

- მოდი, რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ობამას ის წინასაარჩევნო პოლიტიკა, როდესაც მას პირველი ვადით ირჩევდნენ. მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორს განსაზღვრავდა თეზა, რომ აშშ უნდა გამოსულიყო ერაყიდან და ავღანეთიდან, რასაც აპროტესტებდა ამერიკის ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი და აკრიტიკებდა ობამას, თუმცა გადაწყვეტილება ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ მიიღეს და აშშ-ის ჯარი ერაყიდან მართლაც გამოვიდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია