"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"

"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"

"ღიმილის ბიჭები" ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, "ღიმილის ბიჭების" თაყვანისმცემლებს ყველა თაობაში ნახავთ. ფილმში ბოლოკას გოჩა ლომია ასახიერებს. დღეს იგი სენაკში ცხოვრობს და "ღიმილის ბიჭების" ისტორიებს სევდანარევი ღიმილით იხსენებს.

გოჩა ლომია: - რეზო ჩხეიძე­ მთელ საქართველოში ეძებდა ღიმილის ბიჭებს. მოხვდა სენაკშიც. უკითხავს, ასეთი და ასეთი ბიჭი თუ გყავთო? კი, ოღონდ ახლა კალათბურთს თამაშობს "გარადოკშიო", უპასუხიათ. რუსებს სამხედრო ბაზა ჰქონდა­თ და იმ დასახლებას "გარადოკს" ვეძახდით.

მიდის გაქანებული შერკინება. არ მახსოვს, რატომ, მაგრამ თამაშიდან გამაგდეს. ავტეხე ჭყიპინი. ჩემს ჭყიპინზე მამაკაცს, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, სიცილი აუტყდა. ეს რომ შევამჩნიე, მასაც ერთი-ორი "ტკბილი" სიტყვა ვუთხარი. მომკიდეს ხელი და წამიყვანეს სკოლაში. შემიყ­ვანეს ოთახში, სადაც ბატონი რეზო (მაშინ არ ვიცნობდი), მისი კოლეგები, სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე სხედან. აბა, ლექსს თუ იტყვიო. ლექსს არა, თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი. კარგიო. მეც დავიწყე და აღარ გავჩერდი. მე აქეთ ვყვები, იქით ისინი იხოცებიან სიცილით. შემდეგ მკითხეს, შეგიძლია ვინმეს გასცინოო? როგორ არა, თუ სკოლიდან არ გამაგდებს-მეთქი, სასწავლო ნაწილზე მივ­ანიშნე. არაფერი მაქვს საწინააღმდეგოო, თვითონ მიპასუხა. მოკლედ, გავცინე და ამის შემდეგ 15 დღეში თბილისში­ სასინჯ გადაღებებზე მიმიწვიეს... მეშვიდე ცაზე ვიყავი სიხარულით. დედაჩემმა არ დაიჯერა, ვის რად უნდიხარ, ლექსი შენ არ იცი, სიმ­ღერა და ცეკვაო. მე, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე, ნუგზარ ბაგრატიონი და თემურ ბაბლუანი­ თავიდანვე მთავარ შემადგენლობაში მოვია­ზრებოდით, დანარჩენებს ისევ ეძებდნენ.

- როგორც ვიცი, თავიდან ბოლოკას შემსრულებლად თაზო თოლორაია მოიაზრებოდა.

- ასეც იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩემმა­ ცხვირმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. ცხონებული თაზოს ცხვირსა და ჩემს ცხვირს შორის ის განსხვავება იყო, რომ ჩემი ცხვირი აშკარად მოგაგონებდათ ბოლოკს, თაზოსი - არა. ასე გავხდი ბოლოკა.

ბიჭებს შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი, მე-9 კლასში ვსწავლობდი, დანარჩენები სტუდენტები იყვნენ. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. მაინც პროვინციიდან ვიყავი, ისინი კი ძირძველი თბილისელები იყვნენ... არასრულწლოვანი ვიყავი, არადა, გადაღებები ხან კიევში მიმდინარეობდა, ხან კრასნოდარში და ხანაც სად, ამიტომ ბებო გამომაყოლეს. ცხონებული ბებიაჩემი პედაგოგი გახლდათ. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნ­ებოდა, ჩვენ რომ გადაღებების მერე ვიწყებდით სასტუმროში ბორიალს. როგორც კრუხი დასდევს ხოლმე წიწილებს, ისე დაგვდევდა. რა ვქნათ, რა ვუყოთ?! ბოლოს მოვიფიქრეთ... ბებო ცოცხალი თავით ლიფტში არ ჯდებოდა. შვეიცარს მივეცით 3 მანეთი და ვუთხარით: ამ ქალს თუ დაინახავ, კიბეზე ფეხით ჩამოდის, მკაცრად მიუთითეთ,­ რომ კიბეზე ჩამოსვლა აკრძალულია, ლიფტით უნდა იმოძრაოთო! ამის შემდეგ თავისუფლად დავდიოდით...

ერთ დღესაც ბებომ გამოგვიცხადა, გადაღებებზე უნდა წამოვიდეო. წავიყვანეთ. ამ დროს მიმდინარეობს კრასნოდართან ახლოს ბრძოლის სცენების გადაღება, ისმის­ ბათქაბუთქი და ტანკები დარბიან წინ და უკან.

იხილეთ გაგრძელება

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

1-4 სექტემბერს საქართველოში 38 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები ტყის ხანძრების საფრთხეზე გვაფრთხილებენ

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე