მამა გაბრიელის საბოლოო განსასვენებლის მოწყობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოიყოფა

მამა გაბრიელის საბოლოო განსასვენებლის მოწყობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოიყოფა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, 2015 წლის 7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მამა გაბრიელის განსასვენებლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაცი საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით

გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ოქტომბერის № 2176 განკარგულებაში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია