საქართველოს ჩემპიონები ლათინურ-ამერიკულ ცეკვებში მაქს რიჟიკოვი და სალომე ჭაჭუა დაახლოებით ერთი წელია, ერთად ვარჯიშობენ. გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მოცეკვავე წყვილს შორის შესაძლო იყო მეგობრობაზე დიდი გრძნობა გაჩენილიყო. ეს ეჭვი ბევრს მას შემდეგ უფრო გაუმყარდა, როცა სალომემ მაქს ძაღლი აჩუქა. სალომემ გიორგი ვარდოსანიძესაც აჩუქა ძაღლი, როდესაც შეყვარებულები იყვნენ. ამბობდნენ, რომ სალომე საყვარელ მამაკაცებს ძაღლებს ჩუქნის.
მაქსმა ''ფეისბუქზე'' სალომე ჭაჭუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით ''გავფრინდით''.