მამაკაცისთვის მიმზიდველი რომ არ იყვნენ, გოგონებს მკერდს უუთოვებენ

მამაკაცისთვის მიმზიდველი რომ არ იყვნენ, გოგონებს მკერდს უუთოვებენ

მკერდის გაუთოვება ბრუტალური მეთოდია, რომლითაც ხდება მოზარდი გოგონას მკერდის ჩამოყალიბების შეფერხება, რათა ის ”გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისგან დაიცვან”.

ამ პროცესში გამოიყენება დიდი ქვები და ცხელ ნაკვერჩხალზე გახურებული ურო, რომლითაც აწვებიან მკერდს და გოგონებს ნაკლებ ”ქალურ” ვიზუალს უყალიბებენ. ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა კამერუნში, ნიგერიაში და სამხრეთ აფრიკაში. ხშირ შემთხვევაში, გოგონებზე დედა ახორციელებს ამ ძალადობას.

მათი მიზანია, რომ 11-დან 15 წლამდე გოგონებს სამუდამოდ შეუნარჩუნონ ბავშვის გარეგნობა, რათა მამაკაცებს მათდამი სურვილი გაუქრეთ. დედები ხშირად თავად ატარებენ ამ რიტუალს და მოწიფულობის ნიშნებს აქრობენ მათი ქალიშვილების სხეულიდან, რათა მათ გააგრძელონ სწავლა და არ გათხოვდნენ.

გარდა იმისა, რომ ეს სასტიკი მეთოდი აჩერებს მკერდის ჩამოყალიბებას, დაუთოება ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის გოგონებს, როგორიცაა სიმსივნე, კანის დაავადებები, ინფექციური ანთებები, დეფორმაცია და ა.შ.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას