თხილის ფასმა მცირედით მოიმატა

თხილის ფასმა მცირედით მოიმატა

სამეგრელოში 1 კგ თხილის ფასი 7 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ფასის ზრდა მეტწილად ხარისხზეა დამოკიდებული.

ზუგდიდელი ნუგზარ მებონიას თქმით, ბოლო დღეებში საშუალო ხარისხის თხილი 6,70 ლარად ჩაიბარა.

"ამ დროისთვის კარგი ხარისხის თხილს ქარხნები 7 ლარად იბარებენ, მაგრამ ვინაიდან წელს განსაკუთრებით

უხარისხო თხილია, თხილის მწარმოებლები ქარხნებში ჩაბარებას მაინც თავს არიდებენ და ცდილობენ, ერთიანად ჩააბარონ თუნდაც, შედარებით დაბალ ფასში. ასე თავადაც ნაკლებად წაგებული რჩებიან", - აცხადებს ნუგზარ მებონია.

ადგილობრივების თქმით, წლევანდელისგან განსხვავებით, შარშან ამ დროს თხილის ფასი 9 ლარამდე მერყეობდა, უფრო მოგვიანებით კი, 11 ლარს გადააჭარბა. წელს თხილის მწარმოებლები 1 კგ თხილის მაქსიმალურ ფასად 8 ლარს პროგნოზირებენ. ნოდარ ჯაბუა, თხილის მწარმოებელი: "ხალხი ჯერ კიდევ ინახავს თხილს იმის იმედით, რომ ფასი ოდნავ მაინც აიწევა. თუმცა, თხილის წლევანდელ ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ამის შანსი ძალიან მცირეა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია