"ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე

"ხელისუფლება თავს ისულელებს და ყრუ კედლის მიღმა იმალება" - გიგა ნასარიძე

თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯების საფუძველზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი) სამართალდამცავებმა თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს. მომხდარის შესახებ გიგა ნასარიძე AMBEBI.GE-სთან აღნიშნავს, რომ მათი დაკავება უკურეაქციას გამოიწვევს და ხელისუფლებას თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

- რაც წავიკითხე და მოვისმინე, მათ დროებით ღობეზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი. ღობეები აჭრელებულია ათასგვარი პლაკატით, მაგრამ ამის გამო "თავისუფალი ზონის" წევრების გარდა არავინ დაუკავებიათ. ახლა დააკავეს თამარ ჩერგოლეიშვილი და მისი მეგობრები.

ეს პირდაპირ უკავშირდება იმ შიშს, რაც ხვალინდელი აქციის მიმართ აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლება ავლენს პანიკას, ასე ცდილობს რაღაცის ჩახშობას. ეს უკურეაქციას გამოიწვევს და ხელისუფლებას ვურჩევ, თავი შეიკავოს. რაც უფრო გაჩუმდება და დაემორჩილება ხალხის თხოვნას, უკეთესად დაასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოს ხელისუფლებაში. თუ მსგავსს ისევ გააგრძელებს, არ მგონია ბოლომდე დარჩნენ ხელისუფლებაში.

- რა შედეგს ელოდებით ხვალინდელ აქციაზე?

- იმედი მაქვს ამჯერად მაინც გამოიჩენს ხელისუფლება გონიერებას, მაგრამ ის ისულელებს თავს და ყრუ კედლის მიღმა იმალება. ეს საბოლოოდ კიდევ უფრო გაამძაფრებს ხალხის პროტესტს და შესაძლოა, უმართავი პროცესები დაიწყოს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია