საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას NDI-ის გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს

საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას NDI-ის გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 31 პროცენტი მხარს უჭერს. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, არ შეცვლილა ამ კუთხით აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაფიქსირებული მაჩვენებელი, რომელიც ასევე 31 პროცენტს შეადგენდა.

შეკითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 46%-მა ამჯერად აღნიშნა, რომ არ უჭერს (აპრილში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა), 22%-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი", 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, გამოკითხულებს შეკითხვის დასმისას განემარტათ, რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის ფედერაციის მიერაა დაარსებული. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ევრაზიული კავშირის შესახებ ინფორმაცია აქვს.

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ უჭერთ მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 31%-დან ვინც მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას 71%-ი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, 40% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, 35% ფიქრობს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა საქართველოს უსაფრთხოებასა მოუტანს, 27%-ის აზრით, ეს შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, 26% კი ფიქრობს, რომ აღნიშნულის შედეგად გაიზრდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობები და მხოლოდ 7 % ასახელებს პოლიტიკურ დატვირთვას და ფიქრობს, რომ ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას. ასევე 2% მოდის კატეგორიებზე – "სხვა" და 3% კატეგორიაზე "არ ვიცი".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."