პროგრამულმა განახლებამ "აიფონები" მწყობრიდან გამოიყვანა

პროგრამულმა განახლებამ "აიფონები" მწყობრიდან გამოიყვანა

"აიფონ 5S"-ს მფლობელები სმარტფონის არაკორექტული მუშაობის გამო გამოთქვამენ პრეტენზიას. მას შემდეგ, რაც IOS 9.0.2. განახლდა, "აიფონ 5S" მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც აიფონის მფლობელები ამბობენ, გაჯეტებმა არაკორექტულად დაიწყეს მუშაობა მას შემდეგ, რაც ბოლო პროგრამული განახლება განხორციელდა. IOS 9.0.2.-ს დაყენების შემდეგ გაჩნდა ხშირი ”ბაგები”. ამასთან, მომხმარებლები ამბობენ, რომ ”ფრიზები”, რომელიც დროსაც ეკრანზე თითის დაჭერისას არანაირი მოქმედება არ სრულდება, ძალიან გახშირდა, მეორდება დაახლოებით ყოველ ათ წუთში. პრობლემას არ შველის ბლოკირების ღილაკზე თითის დაჭერაც: სმარტფონი არანაირ ბრძანებაზე არ რეაგირებს.

კომპანია ეფლისთვის ეს ერთადერთი პრობლემა არაა. ახალი "აიფონ 6S"-ს მფლობელები ინტერნეტში ბევრ უარყოფით შეფასებას აქვეყნებენ. მომხმარებლები წერენ, რომ ღილაკი Home ხურდება, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული 128 გეგაბაიტიანი "აიფონის" მფლობელები აცხადებენ, რომ მათი გაჯეტი პერიოდულად დამოუკიდებლად ითიშება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს