"შვილებს მიჩაგრავენ... შეურაცხყოფას აყენებენ, თან - საპატრიარქოს სკოლაში "

"შვილებს მიჩაგრავენ... შეურაცხყოფას აყენებენ, თან - საპატრიარქოს სკოლაში "

სკოლა ისეთი თემაა, რომელიც ყველა მშობელს აღელვებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვს შევურჩიოთ კარგი სკოლა, სადაც ისწავლის და ბევრ სასარგებლო რამეს მიიღებს. თუმცა ხშირად არც ჩვენ ვართ კმაყოფილები და არც ბავშვები. პირიქით, ზოგიერთი მშობლისთვის სკოლაში შექმნილი გარემო თუ რომელიმე მასწავლებლის დამოკიდებულება ბავშვებისადმი, დაუსრულებელი კონფლიქტებისა და ნერვიულობის საბაბად იქცევა ხოლმე. ასე აღმოჩნდა კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის შემთხვევაში, რომელიც ორ შვილს ზრდის და როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ პრობლემას შეეჩეხა სკოლაში.

- მასწავლებლებისგან უპირველ ყოვლისა მოვითხოვ მოსწავლეების მიმართ ძალიან ლოიალურ დამოკიდებულებას...

- ლოიალური დამოკიდებულება ქცევის მხრივ, საგანთან მიდგომაში, თუ...

- მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელს არ აქვს უფლება ვიღაცის შვილი დაჩაგროს. მაგალითად, ჩემს უფროს ტყუპისცალს არ ესმის მათემატიკა, მე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერაფრით ვერ ვისწავლე ეს საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მამა მათემატიკოსი მყავს. ხომ ხდება ასეთი რამ, რომ რაღაც არ გესმის და არ შეგდის ტვინში. მე ვიყავი ამის ცოცხალი მაგალითი და ასეა ჩემი შვილიც. ცუდი კი ისაა, რომ ჰყავს მასწავლებელი, რომელიც ებრძვის და ექიშპება. ბავშვი არის მომღერალი, თან ძალიან კარგი, არაფერში არ სჭირდებს ეს საგანი და ვერც იგებს. რასაკვირველია, მე მაღალ ნიშანს არ ვითხოვ, მინდა დაუწერონ ისეთი ნიშნანი, რაც კლასიდან კლასში გადასვლაში არ შეუქმნის პრობლემას.

- ექიშპებაში რა იგულისხმება? სთხოვს ისწავლოს საგანი მაღალ ნიშანზე?

- ბავშვი, რომელიც თავისი სიმღერით სკოლას ასახელებს, ოლიმპიადებზე სოლისტია, სადაც არ უნდა წავიდეს, თავს იჩენს სიმღერით და წარმატება მოაქვს სკოლისთვის, ასეთ ბავშვს გამოაყოლო საშემოდგომო, არ ვიცი, რა მიდგომაა. ჩემი აზრით, ასეთი მასწავლებელი არაა კარგი მასწავლებელი.

განაგრძეთ კითხვა

"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

"სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები" - პაატა იმნაძე

პროფესიონალი ქართველი სელექციონერი ამერიკული განათლებით და ბაბუის კვალდაკვალ - რა გეგმები აქვს 24 წლის გენეტიკოსს, რომელიც მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანაზე მუშაობს