"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"

"კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე"

უკრაინულმა ვებგვერდ tube.ua -ზე წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, სამეგრელოს ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოაქვეყნებას როგორც ჩვენში, ასევე უკრაინაში დიდი რეზონანასი მოჰყვა. კადრებში ჩანს როგორც ძალადობენ მამაკაცზე სექსუალურად და ასე აიძულებენ ჩვენების მიცემას.

შსს- მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მსგავსი შინაარსის მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი ხელისუფლების დროს გააცნო, რის შემდეგაც ეს მასალები საჯაროდ, შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინულ საიტზე.

2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა.

როდესაც გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერლი მასალა დაათვალიერა, აღმოაჩინა, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე მაოხერეხა და ისინი დააკავა. ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.

"კასრების საქმეზე" განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.

მის გარდა, ე.წ. "კასრების საქმეზე", გამოძიებამ გურამ ჭითანავა, გოჩა შონია, პაატა ქირია, გიორგი ბულია, რუსლან შამახია, კობა თოდუა, მარლეს ხვიტია, ირაკლი ახალაია და დავით ჩაგინავა დააკავა, ხოლო მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა ძებნილად გამოაცხადა. უკრაინულ საიტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გამოჩენისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს კადრები სწორედ ე.წ. კასრების ვიდეოფირებიდან იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, პრკურატურამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ადამაინები, ვინც კადრებში ძალადობენ, უკვე პასუხისგებაში არიან მიცემული და სასჯელს იხდიან, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ, მეგის ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის იმ მუხლებით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მათ საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ;

იხილეთ გაგრძელება

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, მაქსიმალური-87, მინიმალური კი 2 წელი