სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი

სად არის და რას საქმიანობს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი

წარსულში ჯუმბერ პატიაშვილი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო, ამ სტატუსის მქონე ადამიანი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია... 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. საკუთარი ეზო-კარი ძალიან უყვარს, სხვაგან ყოფნა ვერც კი წარმომიდგენიაო, - ამბობს. პროფესიით აგრონომია, ასოცირებული პროფესორი, უყვარს ბუნება და დარგი, რომელსაც წლების განმავლობაში სწავლობდა. ბატონმა ჯუმბერმა მცხეთაში გულთბილად გვიმასპინძლა.

- საქმე, რასაც თქვენ ამ გაზეთისთვის აკეთებთ, მნიშვნელოვანია ქვეყნ­ისთვის. საუბარს ცოტა შორიდან დავ­იწყებ, საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატით, ნიადაგის შემადგენლობით უნიკალურია. იმდენი მცენარეული კულტურა, რაც ჩვენთან იყო, მათ შორის ხორბლის სახეობა, არსად ყოფილა. ჩვენს ქვეყანას შეეძლო მარცვლეული კულტ­ურებით, მსოფლიოში ერთ-ერთი გენეტიკური ფონდი შეექმნა. ამ საკითხით იაპონელები ჯერ კიდევ დიდი მეცნიერის, ნიკო კეცხოველის სიცოცხლეში დაინტერესდნენ, ხორბლის 24 სახეობიდან 14 ქართული გახლდათ.

ადრე ჩვენი წინაპარი რას მიირ­თმევდა­, კარგად აქვს აღწერილი ივანე ჯავახიშვილს "ეკონომიკურ ისტორიაში", რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. მასვე აქვს შესწავლილი თითქმის ყველა მცენარეული კულტურა...

საქართველოს უნიკალურობა იმ­ა­­შ­იც გამოიხატება, რომ მსოფ­ლიოში აღიარებული 1300-1400 ყურძნის ჯიშიდან 600-650 ქართულია. მათი ნერგებიც ევროპაში ყოველთვის ჩვენგან გაჰქონდათ.

- რატომ ვერ შეძლო საქართველომ ამ ყველაფრის შენარჩუნება?

- ზოგი იტყვის, საბჭოთა პროპაგანდას­ ეწევაო, მაგრამ კოლექტიური მეურნეობა­ არ უნდა გაუქმებულიყო. ჭკვიანი ხალხია ებრაელები და სწორედ ასეთი მეურნეობის­ ანალოგი, კიბუცი აქვთ შექმნილი. კოლექ­ტიურ მეურნეობაში მუშაობა ადამიანს ბევრ რამეს აძლევს როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ასევე აჩვევს წესიერებას. ჩვენ ყველაფერი ერთმანეთში ავურიეთ და თუკი კოლმეურნეობაში ვინმე რამეს არღვე­ვდა, სისტემას მივაწერეთ...

- ე.ი. კოლმეურნეობა უნდა შენარჩუნებულიყო?

- იმ ფორმით არა, რადგანაც საწყისი­ ბაზა მაინც საბჭოური იყო, მაგრამ არც ასე უნდა განადგურებულიყო. დღეს არავინ­ აღიარებს, რომ თავად ქართველებმა დავ­ანგრიეთ სოფლის მეურნეობა, მრეწველობა­ და მთლიანობაში, ეკონომიკა. თანაც კოლმე­ურნეობის მიწის ნაკვეთები ისე გადანაწილდა, ისეთებმა მიითვისეს, მიწასთან შეხება­ რომ არ ჰქონიათ. გლეხკაცი კი უსაქმურად დარჩა, სოფელში ასპარეზი მოეშალა.

- პროფესიით აგრონომი და ასოცირებული­ პროფესორი ბრძანდებით. თქვენს დარგში ლექც­იებს ხომ არ კითხულობთ?

- არა... მიწათმოქმედებასა და მემინდვ­რეობაში საკანდიდატო დისერტაცია 1966 წელს დავიცავი. 9 აპრილის საშინელი ტრაგედიის შემდეგ, საცხოვრებლად მცხეთაში­ გადმოვედი. ეს მიწათმოქმედების ინსტიტუტის დასახლება გახლავთ და როცა მისი დი­რექტორი გახლდით, ამ ეზო-კარშიც მაშინ დავსახლდი. ეროვნული მოძრაობიდან მოსულმა მთავრობამ ეს ინსტიტუტი­ გააუქმა­ და წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი.­ მოგვიანებით ინსტიტუტი სასამართლოს წესით დავიბრუნეთ.

ბუნება, სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედება თავიდანვე მიყვარდა, მამაც აგრონომი, მექანიზატორი მყავდა. შინ ამ სფეროს­ სერიოზული ლიტერატურა გვქონდა და მეც ოჯახიდან დავინტერესდი. ამ დარგის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ყველა კუთხეში ყველაფერი კარგად რომ იყოს, მოს­ახლეობა დასაქმდებოდა... ადრე კაცს სოფელში უმუშევრობისთვის პასუხს სთხოვდნენ, მაგრამ ახლა ვინ მუშაობს?! ახალგაზრდებს საქმე არ აქვთ... ნახევარი საქართველო­ ემიგრაციაშია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია