მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა

ნიკა გვარამია მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ამას წინ უძღოდა გვარამიას მიერ მოსამართლისადმი გაკეთებული განცხადება.

"ბათუმში ჩააბარეთ, გასაგებია როგორც ჩააბარეთ, არაფერი თქვენ არ იცით!", - მიმართა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლე ურთმელიძეს. მოსამართლემ მანდატურებს უბრძანა, რომ ნიკა გვარამია წესრიგს არღვევს და გააძევონ დარბაზიდან.

გვარამიამ სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა და მას დარბაზში დამსწრეების დიდი ნაწილიც გაჰყვა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის გაღიზიანება გამოიწვია მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობამ. კერძოდ, გვარამიას მხარე ითხოვდა მოპასუხე მხარეს დრო მიეცეს ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად, რომელიც 2005-2006 წლებში "რუსთავი 2"-ის წილების ღირებულებაზე ჩატარდა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

უარის შემდეგ ურთმელიძეს შეეპასუხა მოპასუხე მხარის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილიც, რომელმაც მიმდინარე სხდომას ცირკი უწოდა. მან ამ გამონათქვამის შემდეგ თამაზ ურთმელიძისგან შენიშვნა მიიღო. ადვოკატმა განმარტა, რომ მოპასუხე მხარე არათანაბარ პირობებშია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ