"როდესაც კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვ, მათთვის მთავრობის ჟურნალისტების ძახილი არ ტეხავს?" - მერაბ მეტრეველის მიმართვა

"როდესაც კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვ, მათთვის მთავრობის ჟურნალისტების ძახილი არ ტეხავს?" - მერაბ მეტრეველის მიმართვა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელევიზიის ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს მიმართავს.

"იმედის", "მაესტროს", "1 არხის", "კავკასიის", "პალიტრის" და ყველა სხვა ტელევიზიის ხელმძღვანელებს და ჟურნალსიტებს მინდა ვკითხო: "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა, თანამშრომელბი და ყველა მათი მხარდამჭერი ეს დღეებია ყველა თავის გამოსვლაში ამბობენ და აქტიურად ამკვიდრებენ აზრსს, რომ დღეს მთავრობისგან არაკონტროლირებადი ერთადერთი ტელევიზია არის "რუსთავი 2" და თუ ის სხვა მფოლებელს გადაეცემა, ქვეყნაში სიმართლის მთქმელი აღარ დარჩებაო და თქვენგან რომ პასუხი არ ისმის, რა გამოდის ეთანხმებით? მეც ფიქორბ, რომ ახლა მათთან დაპირისპირების და საქმის გარჩევის დრო არ არის, მაგრამ როდესაც კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვ, მათთვის მთავრობის ჟურნალსიტების ძახილი არ ტეხავს? დაპირისპირება სულაც არ არის საჭირო, მაგრამ რაღაცის თქმა, განცხადების გაკეთება აუილებელი მგონია. თქვენს დუმილს მაყურებელი თანხმობად აღიქვამს და ეს აზრი დამკვიდრდება კიდეც, მით უმეტეს, თუ ამის საწინაარმდეგოს არვაინ არაფერს იტყვის. ან იქნებ მარტო მე ვფიქორბ, სხვანარად და თქვენ ყველანი ეთანხმებით? ესეც გამაგებინეთ!", - წერს მერაბ მეტრეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს