"ასათიანის უნამუსო დემაგოგია..." - ვალერი ხაბურძანია მაია ასათიანს მიმართავს

"ასათიანის უნამუსო დემაგოგია..." - ვალერი ხაბურძანია მაია ასათიანს მიმართავს

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის დასაცავად მაია ასათიანის გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"შეცდომები კი არა დანაშაულები იყო და პასუხი უნდა აგონ მაშინაც, ახლაც და მომავალშიც. მაია ტაბულას მიაწექით, ტაბულას იქაც შეიძლება ცარიელი მაცივრის ჩვენება. ასათიანის უნამუსო დემაგოგია...", - წერს ხაბურძანია.

შეგახსენებთ, "არჩევანის" ეთერში ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა კოლეგებს და მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, დაიცვან "რუსთავი 2".

"მე არ მინდა, რომ ჩვენი შვილები დოქსოპულოების საქართველოში იზრდებოდნენ. ეს ყველაფერი ხომ გავიარეთ. პირადი ცხოვრების ამსახელი კადრებით შანტაჟი ხომ გავიარეთ, ეს ეთერში არ გავიდეს თორემ... ეს ხომ უკვე იყო. ამომრჩეველი ხომ არ ოცნებობდა ამაზე. რატომ მივედით ისევ იმ წერტილამდე. აქ ბევრი ითქვა. მე მინდა მივმართო კოლეგებს, რომლებიც არ გვეთანხმებიან, გვაკრიტიკებენ, არ მოვწონვართ. ბანაკი ერთია და საქართველო ჰქვია. ჩვენს პროფესიაში, რომელიც ჩვენი ცხოვრებაა, დგება მომენტი, რომ შენ საქმესთან მართალი უნდა დარჩე. გვესროლეთ ტალახი, მაგრამ ხვალ შეიძლება ჩვენი ხმა ჩვენს მაყურებელს ვერ გავაგონოთ.

2007 წელს საავადმყოფოში იმიტომ არ მოვხვდი, რომ ზალიკომ პირდაპირ ეთერში გაგვიყვანა. ხვალ ჩვენ თქვენი თანადგომა დაგვჭირდება. იმედელებს მე, მაია ასათიანი ყოფილ იმედელებს მოგმართავთ. ძველებო, დარჩით პროფესიაში და ჩვენი ხმა ხვალ გააგონეთ მაყურებელს, რადგან ჩვენ შეიძლება ეს ხმა ჩვენ მაყურებლებს ვეღარ გავაგონოთ", - განაცხადა მაია ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო

"ულამაზესი ორსული ხარ" - მომღერალი ნინა სუბლატი პირველ შვილს ელოდება (ფოტო)

"ხედავთ, სადამდე მიდის პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით მამაო, იქნებ გემრიელი სადილის დროს "გჩიპავენ" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ვაქცინაზე

"ევროპაში იმატა ბავშვებში covid-19-ის უცნაურმა გამოვლინებებმა“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს