ნიკუშა ნატროშვილი სრულფასოვან ცხოვრებას უბრუნდება

ნიკუშა ნატროშვილი სრულფასოვან ცხოვრებას უბრუნდება

სოციალურ ქსელში ნიკუშა ნატროშვილის ფოტოები ვრცელდება, სადაც ის ბევრად უკეთ გამოიყურება. 13 აგვისტოს ნიკუშას კლივლენდში რთული ოპერაცია ჩაუტარდა. 22-საათიან ოპერაციაზე ექიმების რამდენიმე ბრიგადამ იმუშავა. ბოლო თვეების განმავლობაში ნიკუშამ ოცზე მეტი ოპერაცია გადაიტანა.

ოპერაციებისთვის საჭირო თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციის წყალობით შეგროვდა, რომლებშიც უამრავი ადამიანი იყო ჩართული. საბოლოოდ, ნიკუშამ ამერიკაში გამგზავრება შეძლო. ნიკუშა ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნიკუშას შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გახდა ცნობილი. მას კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია