სოციალურად დაუცველი ოჯახი შვილს პროტესტის ნიშნად სოციალურ სამსახურში ტოვებს

სოციალურად დაუცველი ოჯახი შვილს პროტესტის ნიშნად სოციალურ სამსახურში ტოვებს

ადიგენში, სოფელ წარბასთუმანში მცხოვრებმა ბახტურიძეებმა პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი ადიგენში, სოციალურ სამსახურში აიყვანეს და მის დატოვებას აპირებენ. ამ ფორმით ბახტურიძეები სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებენ.

ბახტურიძეების სამწევრიანი ოჯახის შემოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ 300 ლარია, აქედან ნახევარს - 150 ლარს მამა, მეორე ჯგუფის ინვალიდი როლანდ ბახტურიძე, ნახევარს კი შვილი იღებს.

ნანული ბახტურიძე ამბობს, რომ დახმარება ორი თვეა შეუწყდათ. მიზეზი ოჯახის ხელახალი გადამოწმებაა.

"სოციალური დახმარება 156 ლარი გვქონდა, მოგვიხსნეს. ჩვენ აღარ შეგვიძლია შვილის რჩენა, ამიტომ აქ დავტოვებთ და სამსახურმა არჩინოს", - ამბობს ნანული ბახტურიძე.

სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსმა პეტრე აფრიამაშვილმა დასახმარებლად 112-ზე დარეკა. "ჩვენ აქ 6 საათამდე ვართ, ამ გოგონას ვერ მივხედავთ", - ამბობს აფრიამაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა