ოდესაში ლენინის ძეგლი ბნელი ლორდის დართ ვეიდერის ძეგლად გადააკეთეს

ოდესაში ლენინის ძეგლი ბნელი ლორდის დართ ვეიდერის ძეგლად გადააკეთეს

მსოფლიოში პირველად, სითჰების მბრძანებლის, იმპერიის არმიის უმაღლესი მთავარსარდლის დართ ვეიდერის ძეგლი ოდესაში გამოჩნდა. ბნელი მხარის მსახურის ქანდაკება ოდესელმა მხატვარმა ალექსანდრ მილოვმა შექმნა.

მილოვმა ვეიდერი ვლადიმირ ლენინის ქანდაკებას "დააშენა", რომლის დემონტაჟიც ”დეკომუნიზაციის” კანონის ფარგლებში იგეგმებოდა. ამჟამად ვეიდერის ფორმაში გადაცმულ ლენინს არაფერი ემუქრება.

ავტორს იმედი აქვს, რომ ბნელეთის ლორდის ძეგლი ტურისტულ მარშრუტებშიც შევა. მალე მის ირგვლივ დასასვენებელ ზონას მოაწყობენ. ამასთან, დართ ვეიდერის მონუმენტი უკაბელო ინტერნეტსაც ავრცელებს, შესაბამისი მოწყობილობა მის თავშია ჩამაგრებული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება