"მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე" - "ფეისბუქში" წამების კადრებზე გამოხმაურება არ წყდება

"მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე" - "ფეისბუქში" წამების კადრებზე გამოხმაურება არ წყდება

უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" გუშინ კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოხმაურებები არ წყდება:

ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი:

"1. წამების კადრების ნაწილი დადგმულიც რომ იყოს, ეს არანაირად არ ასუსტებს წინა ხელისუფლების (სადაც მეც ვიყავი, ანუ ჩემიც) პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან ბევრი მსსალაა, რაც მიუთითებს, რომ ეს ხდებოდა.

2. უკიდურესად მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა (მათიც, ვინც იცოდა)

3. ამ მთავრობას აწუხებდა და აწუხებს არა წამების ფაქტი, არამედ ამით სპეკულირება. ამიტომაც ვერ კი არა, არ იძიებს, ამიტომაც ბედუკაძე გმირია და დასაქმებული, ამიტომაც ავრცელებენ კადრებს, როცა ჭირდებათ

4. ამ ხელისუფლებას დაკარგული აქ მორალური უპირატესობა დემოკრატიის საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია უკან ხელის შვერით არ იპრავონ უკანონობების კასკადი".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"ის, ვინც ამ ვიდეოების ნახვის მერე ნაცმოძრაობისადმი სიმპატიას ინარჩუნებს, არის მანიაკი და ნაძირალა! არანაკლები ნაძირალა და ბოზია, დიახ, ბოზია ის, ვინც ამომრჩევლის ნდობას უღალატა, გამოიყენა და ამ კაციტ***თან კოჰაბიტაციობდა!

ხელისუფლება უნდა გაემიჯნოს შენობების და მანქანების ღებვას და სხვა საარჩევნო პროპაგანდისტულ ყ**ბებს ტემპერატურის ასაწევად საკუთარი პროტეჟეების მიერ, და მოახდინოს სრულფასოვანი გამოძიება და სამაგალითო დასჯა ამ და ათასობით სხვა ვიდეოში მონაწილე პირების. დიახ, ათასობით! თავის დროზე განაცხადეს, რომ მხოლოდ სასჯელაღსრულებიდან 40,000 ვიდეოფაილი დაიკარგა ხელისუფლების გადაბარებისას!

ვინც ცნობილ ციხის კადრებში იმას აპროტესტებთ, რომ დადგმულია, რახან ცოცხი ანუსში ვერ შეეტეოდა, არ აცდეს თქვენს გულით საყვარლებს, ოჯახებს, დიდებს და პატარებს, რაც კარგად შეეტეოდა, ის!

მრცხვენია, რომ აქ დავიბადე...

განა მხოლოდ ამ კადრების, ამდენი ნაძირალა გამპრავებლის კითხვის გამო..."

პაატა ქურდაძე, მწერალი და დკუმენტალისტი:

"ამ "რაღაცნაირ სხვანაირ აქცენტებში" ერთი საინტერესო დეტალია, ელისო კილაძე ამბობს, ამ კადრებით დასტურდება რომ ცოცხი მხოლოდ ფეხებს შორის იყო გაჩრილი, ამდენად წამებას ადგილი არ ქონია დადგმული იყოო... საოცარია არა? ზრდასრულ ადამიანს, თავზე პლასტმასის შლემს რომ ჩამოაცმევ, შარვალს ჩახდი, გისოსებზე მიაბავ, ფეხებშუა ცოცხს გაჩრი და ხმამაღლა აყვირებ ქურდი ვარო. ეს თურმე წამება არ ყოფილა!

ცოტა ხნით ადრე რაღაც საარქივო მასალიდან, ასევე დავით პაიჭაძე ცდილობდა მრისხანე სახითა და ხმით დაეზუსტებინა ბედუქაძესთან, ცოცხი შეიყვანეს თუ არა ანუსში... საერთოდ მე მგონია რომ მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე, თუ კი მოსახლეობის ნაწილს მრთლა სჯერა, რომ წამება მხოლოდ ანუსში რაიმე საგნის შერჭობაა, მისი იმიტაცია კი უბრალოდ გართობა... არა მართლა... აფრენთ არა?

ნუ ბედუკაძე რომ გარეწარია და სახელმწიფომ მასთან პაქტი გააფორმა როგორც ეშმაკთან, ეს როგორც ჩანს რ2-ის ტელევარსკვლავებმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა მხოლოდ დღეს აღმოაჩინეს და მოულოდნელობისგან ლამის დეპრესიაში ჩავადნენ ))

არა და მე ამ ბედუკაძეს რომ ვუყურებ სულ სკორცეზის Goodfellas მახსენდება. მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ფილმის გმირი მას შემდეგ რაც ყველას ჩაუშვებს, იცვლის ყველაფერს, იდენტობას, შტატს, საერთოდ შლის წარსულს... ეს ჩვენი მანიაკი "ნაძორი" კი ისეთი ვარსკვლავი გახდა რომ ნიკა გვარამიასაც კი გაუწევდა კონკურენციას. ვინმე კარგ იმპრესარიოს რომ მოეკიდა მისთვის ხელი".

გია ჯაფარიძე, ლექტორი:

"თუ მტკიცდება გუშინ გასული მასალების ნამდვილობა, გამოდის რომ 1) გარდა იმისა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ ჩავარდნას, რომელმაც დასაშვები გახადა კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანის წამების ფაქტები ან ადამიანთა წამების ინსცენირება თუ არაადამიანური მოპყრობის ვიდეო-გადაღება. 2) გარდა იმისა, რომ უნდა დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი და ეროვნულ გმირებად გამოცხადებული მონაწილე პირები სახელმწიფო დაცვით სიარულის ნაცვლად საზოგადოებისგან უნდა იყვნენ იზოლირებული. 3) ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2012 წელს ადგილი ჰქონდა ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსპირაციას; მომხდარია ოკუპანტი სახელმწიფოს სპეციალური სადაზვერვო სამსახურების შეღწევა სახელმწიფო სტრუქტურებში, მინიმუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რასაც ადასტურებს მონაწილე პირების ახლო კავშირები მოსკოვთან, მათი ხშირი სტუმრობა რუსეთში სპეციალური ტიპის ორგანიზაციებთან და მათ მიერ რუსეთის მხარდამჭერი ღია პროპაგანდა, რომელიც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს, მათ შორის კონკრეტული ქართულენოვანი რუსული სატელევიზიო არხებიდან. ჰიბრიდულ დემოკრატიებში მტერი სახელმწიფოს დახმარებით ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსპირაცია შესაძლებელი პრაქტიკაა, რუსეთის ჰიბრიდული ომის არსენალში ეს იარაღიც დევს, რასაც რუსეთის ახლო წარსული და დღევანელობაც ადასტურებს. ვიღაცეების ჰობი მარტო მებაღეობა ან პროცედურული დემოკრატია არ ყოფილა".

დავით ქაშიაშვილი, ჟურნალისტი:

"ერის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ხასიათისა და ფსიქიკის მწვავე აშლილობა, (ერთ-ერთი ვარ მე)

რამდენი მაგიდაზე დაბმული კაცის წამების მასალა გასაჯაროვდება, იმდენჯერ იზრდება, ასმაგდება პროკურატირის პასუხისმგებლობა დროულად გამოიძიოს შემდეგი;

ვინ მოიპარა მკაცრად გასაიდუმლოებული საქმიდან 2013 წელს კასრებში აღმოჩენილი მარაზმი? ვინ რა გზებით და რა მოტივით ატვირთა? იყო თუ არა დამკვეთი წამებისა და გასაჯაროების? ვინ აწამებდა? (უკლებლივ ყველა) სექსუალურად ვინ ძალადობდა და ამ სრულიად უპატიებელ დანაშაულის სცენებს ვინ იღებდა ვიდეო კამერით?!!! ველოდები ობიექტურ გამოძიებას! და ჩემი უმერჩილესი თხოვნა - სადიზმის საჯარო ჩვენებასა და სხვადასხვა ფორმით გავრცელებას ნუ "გააპრავებთ"! გვახსოვდეს, რომ გვყავს 21-ე საუკუნის, ტექნოლოგიის ეპოქაში დაბადებული და გაზრდილი შვილები და ინტერნეტის უსასრული სივრცესთან მათაც ჩვენზე უფრო სრული და ხარისხიანი წვდომა აქვთ".

კოკო გამსახურდია:

"წამების არაადამიანურ კადრებს რაც შეეხება: ეს სისტემური ბოროტება ფესვგადგმული იყო ადრეც, საქართველოს სსრ-ში. მაშინ საგამოძიებო ნაწილი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულებითი სფერო ჯერ კიდევ არ იყო ერთმანეთისგან სათანადოდ გამიჯნული.

ამ თემაზე არსებობს საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის მიერ მოკვლეული, და კერძოდ მისი დამაარსებლის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1977 წელს მის თვითგამოცემაში ("საქართველოს მოამბე") გამოქვეყნებული სტატია "ბოროტების ფესვი". იგი შეეხება შსს-ს ჯალათების, ცირეკიძისა და უსუპიანის პროცესს, რომელიც 70-იანებში გაიმართა. მათ მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.

ეს ჯალათები მაშინდელი შს მინისტრის, მოგვიანებით კი საქართველოს პარტიული ხელმძღანელის, ე. შევარდნაძის დავალებით მოქმედებდნენ. ისინი "ამუშავებდნენ" მსხვერპლს, რამდენადაც ფიზიკურად ორივე სპორტსმენი და კარგად მომზადებული იყო, აუპატიურებდნენ (თანაც არაერთხელ) და ჩვენებებს ძალავდნენ. მათ ათობით ადამიანი დაამუშავეს ამ მეთოდებით. აღნიშნული ვრცელი სტატიის ერთგვარი დაიჯესტი შემდგომ ზ. გამსახურდიამ ბრიტანულ "სანდი ტაიმსში" გამოაქვეყნა. ფაქტები იმდენად შემზარავი იყო, რომ მკითხველს თავიდან ეს ყველაფერი ჟურნალისტის სენსაცია ეგონა".

არჩილ გამზარდია, ჟურნალისტი:

"ვინც ამბობს, რომ ეს სცენები დადგმულიაო, ის თანამზრახველია იმ ბოროტმოქმედების, ვინც ეს სასტიკი რეჟიმი და რეალობა შექმნა და ვინც ამ საშინელებას გავრცელებას უტოლებს და ორივეს ერთნაირად აფასებს, არც ის აკლებს მაინცდამაინც. როგორ შეიძლება გამკეთებლის და გამავრცელებლის შედარება".

იხილეთ ასევე: "ვინც გადაიღო და შეასრულა, ყველანი უკლებლივ არიან მანიაკები, გარეწრები და დამნაშავეები" - ფეისბუქ-გამოხმაურება წამების მორიგ კადრებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს