პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა

პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა

სფერო, რომელსაც ერთი შეხედვით, არც დამსაქმებელი ჰყავს და არც მაკონტროლებელი, მაგრამ ჰყავს თვითდასაქმებულები, რომლებიც გამოიმუშავებენ თანხას, თავად ადგენენ სამუშაო გრაფიკსა და წესებს. ისინი არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებული.

მათი ცნობა ადვილია - სალათისფერი ან სტაფილოსფერი, სინათლისამრეკლი ზოლებით ჟილეტზე, მანქანის გასაჩერებელ ადგილებთან დგანან და მძღოლებს პარკირებისთვის ადგილის პოვნასა და მანქანის გაჩერებაში ეხმარებიან. ზოგს აღიზიანებს მათი გამოჩენა და მათ მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს, ზოგი კი პირიქით, დახმარებას სთხოვს, როცა პარკირება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს, როგორც წესი, "სტაიანშიკებს" ეძახიან. თუმცა საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს მათი "პროფესია", ვინ არის მათი დამსაქმებელი და რამდენია ამ ადამიანების შემოსავალი დღის განმავლობაში?

მერაბ მიქიაშვილი 58 წლისაა. უკვე ორი წელია, ამ საქმით არის დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს ბპნ-თან საუბრისას, 40 წელი მძღოლად მუშაობდა. ახლა სხვა შემოსავალი არ აქვს და იძულებულია "სტაიანშიკობით" ირჩინოს თავი. მისივე თქმით, მანქანის გასაჩერებელი ექვსი ადგილი აქვს ჩაბარებული. დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე პეკინის ქუჩაზე დგას და 50 თეთრის სანაცვლოდ მძღოლების დახმარებას ცდილობს.

"ზოგი მადლობასაც არ ამბობს, მანქანის მინასაც არ ჩამოწევენ ხოლმე და ისე მიდიან. ყველაზე დიდი თანხა, რაც გადაუხდიათ, 1 ლარია", - ამბობს მერაბ მიქიაშვილი. პასუხი არ აქვს შეკითხვაზე – ვინ განსაზღვრა პარკირების ადგილების რაოდენობა, რომელსაც ის კურირებს. ამბობს, რომ პეკინის ქუჩაზე მანქანის გასაჩერებელი ექვსივე ადგილი წინამორბედისგან ერგო ისევე, როგორც 56 წლის დავით ბუჯიაშვილს.

დავით ბუჯიაშვილი "სტაიანშიკობით" თითქმის სამი წელია ირჩენს თავს. საპენსიო ასაკამდე ჯერ შორია, ამიტომ თავის გასატანად შემოსავალი სჭირდება. პროფესიით ისიც მძღოლია და რადგან ასაკის გამო სამსახურის შოვნა უკვე უჭირს, პარკირებაზე მუშაობა გადაწყვიტა. დილის 10-11 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, დღეში 10- 15 ლარს შოულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია