დედამიწაზე უჩვეულო კოსმოსური ობიექტი ჩამოვარდება

დედამიწაზე უჩვეულო კოსმოსური ობიექტი ჩამოვარდება

მეცნიერებმა ისაუბრეს ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი კოსმოსური ნარჩენების ნაწილზე, სახელწოდებით WT1190F, რომელიც უჩვეულოა ორი მიზეზით: ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი ობიექტთაგანია, რომლის ვარდნის ტრაექტორიის განსაზღვრა შესაძლებელია. გარდა ამისა, ის ძალიან შორს იმყოფება დედამიწისგან - მთვარის ორბიტის მიღმა.

პირველად WT1190F 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში შენიშნეს. ასტრონომებმა მისი ტრაექტორიის განსაზღვრა შეძლეს. ობიქტი დედამიწაზე 13 ნოემბერს უნდა ჩამოვარდეს, დაახლოებით 65 კილომეტრის მოშორებით კუნძულ შრი ლანკას სანაპიროსგან. იმის მიუხედავად, რომ WT1190F-ს დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას, ასტრონომები ადგილობრივ მეთევზეებს მაინც მოუწოდებენ სიფრთხილისაკენ.

ობიექტის სიგრძე ორ მეტრს შეადგენს. ”ეს კოსმოსური ისტორიის აჩრდილია, რომელიც ჩვენ გვიბრუნდება” - განაცხადა ასტროფიზიკოსმა ჯონათან მაკდაუელმა. ეს ობიექტი შეიძლება კოსმოსში აღმოჩენილიყო მისია ”აპოლონის” გაშვების პერიოდიდან.

ცნობილია ოცამდე ობიექტი დედამიწის ორბიტის მიღმა, რომლებიც WT1190F-ს გავს. თუმცა ის ერთადერთია, რომელიც უახლოეს მომავალში დედამიწას დაუბრუნდება. WT1190F-ს ვარდნის მონიტორინგისათვის მეცნიერების მთელი ჯგუფი შეიკრიბა. იგეგმება დაზვერვა ჰაერიდან და მიწიდან, პოტენციურად საშიში ობიექტის აღმოჩენის მიზნით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს