"გუშინ მე და დედაჩემი მივდიოდით ტაქსით..."

"გუშინ მე და დედაჩემი მივდიოდით ტაქსით..."

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ტაქსის მძღოლთან დაკავშირებულ ისტორიას ყვება:

"გუშინ მე და დედაჩემი მივდიოდით ტაქსით, ტაქსისტმა 4 ლარი დაგვიფასა მგზავრობა და რომ მივედით დანიშნულების ადგილას დედაჩემმა მიაწოდა ფული, მძღოლმა მე დამიბრუნა ხურდა 1 ლარი და გადმოვედით ტაქსი წავიდა. აღმოჩნდა რომ დედას 20 ლარი მიუცი,ა ნუ 2 წუთი ვიდარდეთ მერე დაგვავიწყდა რადგან გასვენებაში ვიყავით და ეკლესიაში შევედით. 40 წუთის შემდეგ უცნობი ადამიანი მპოულობს ეკლესიაში და მეუბნება რომ მან მამგზავრა, არ დაუნახავს რომ 20 ლარიანი იყო ბოდიშ იხდის და 15 ლარს მაძლევს, გაოგნებისგან ვერც მოვიფიქრე რამე რომ მეჩუქებინა ამ კეთილი ტაქსისტისათვის. სანამ მსგავსი ხალხი არსებობს ამ ქვეყანაში და ზოგადად დედამიწაზე ყველაფერი იქნება კარგად!".

პოსტზე კომენტარს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილიც აკეთებს, მისი თქმით, სწორედ ეს არის გმირობა:

"ეს ტაქსის მძღოლი უფრო ათჯერ გენიოსია ჩემს თვალში ვიდრე გენერალ-სიმუსი სტალინი. P.S. ბავშვებს ვუყვები ხოლმე მაზნიაშვილზე, ექვთიმეზე... ამიერიდან ასეთ ამბებსაც მოვუყვები ხოლმე - იცოდნენ, რას ნიშნავს გმირობა. ჰო, სტალინის დაყენებულ სისხლის ტბებზეც მოვუყვები. როგორც ჩანს, საჭიროა",- წერს დაჩი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს