ლაშა ბერულავა დაკითხვაზე დაიბარეს

ლაშა ბერულავა დაკითხვაზე დაიბარეს

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორი და რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ბერულავა დაკითხვაზე დაიბარეს:

"თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს, "განსხვავებული აქცენტებისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან და ჯღარკავა-ბედუკაძის სკანდალურ მიმოწერასთან დაკავშირებით.

"დღეს 18:00 საათამდე არ მეცლება, შეიძლება, ხვალ მოვიდე?" - ვეკითხები გამომძიებელს, რომელიც ტელეფონზე დამიკავშირდა. "არა, უმჯობესია, დღეს მობრძანდეთ, დაჩქარებული წესით მიმდინარეობს საქმის შესწავლა", - მიპასუხა მან.

მოკლედ, 18:00-ზე შევთანხმდით.

P.S. - როცა თვითონ უნდათ, დაჩქარებულად ოპერატიულები არიან",-წერს ბერულავა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს