რატომ ვერ აღმოვაჩინეთ დღემდე უცხოპლანეტელები

რატომ ვერ აღმოვაჩინეთ დღემდე უცხოპლანეტელები

გალაქტიკაში მრავალი დედამიწის ზომის პლანეტაა, აურაცხელი ციური სხეულია, უამრავი მიღმა გალაქტიკებია და წესით, ათეულობით ათასი უცხო ცივილიზაცია უნდა არსებობდეს, მაგრამ რატომ არ გამოდის კონტაქტზე არცერთი მათგანი? დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ მოსაზრებებს ამ საკითხის თაობაზე. ისინი ჩვენს შორის არიან

წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანია ამაში დარწმუნებული. მაგალითად, კანადის ყოფილი თავდაცვის მინისტრი პოლ ჰელიერი 2014 წელს ირწმუნებოდა, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელთა 80 სხვადასხვა სახეობა ცხოვრობდა. ფიზიკოსი პოლ დევისი არიზონას უნივერსიტეტიდან და დოქტორი რობერტ თრენდლი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტიდან აგრეთვე დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოპლანეტელები ჩვენს შორის ცხოვრობენ.

სუპერორგანიზმები სუიციდისკენ არიან მიდრეკილი

პალეონტოლოგი პიტერ უორდის თეორიის მიხედვით, ადამიანები და სხვა სუპერორგანიზმები თვითგანადგურებისკენ არიან მიდრეკილნი. ეს თეორია ამბობს, რომ ჩვენ მანამდე გავნადგურდებით, სანამ საკმარისად განვვითარდებით იმისთვის, რომ უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტი დავამყაროთ.

მათ სიგნალებს ვერ ვცნობთ

თუ სხვა პლანეტები საცხოვრებლად გამოსადეგია, იქ მცხოვრები არსებები დედამიწელების მსგავსად იქნებიან განვითარებულნი? იქნებ ისინი იმდენად განსხვავებულნი არიან, რომ ვერცერთი ჩვენგანი ვერ არჩევს მათ გამოგზავნილ სიგნალს.

როგორც კოსმოლოგი და ასტროფიზიკოსი ლორდ რისი ამბობს, ისინი შეიძლება პირდაპირ სახეში გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცნოთ. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ადამიანის იდენტურს ვეძებთ, თუმცა შესაძლოა, უცხო ცივილიზაცია ისეთი სიცოცხლის ფორმა იყოს, რომლის აღქმაც ჩვენ ვერ შევძლოთ.

ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ

ჩვენი სამყარო ვირტუალური რეალობის პლანეტარიუმია, რომელიც შექმნიალია იმისთვის, რომ ჩაგვინერგოს ილუზია, თითქოს გალაქტიკა ცარიელია. ჩვენ იმიტომ ვერ აღმოვაჩინეთ უცხოპლანეტელები, რომ ისინი ამ პროგრამაში არ არიან გაწერილები.

რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ფილოსოფოსები და ფიზიკოსები სერიოზულად მსჯელობენ ამ საკითხზე. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი ვართ ყალბ სამყაროში და ერთ დღესაც სისტემურ დაზიანებას აღმოვაჩენთ, რითიც შესაძლებელი გახდება ამ თეორიის დამტკიცება.