"მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდნენ მას, ვისაც სისხლიანი დაპირისპირების სურვილი აქვს" - ცოტნე გამსახურდია

"მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდნენ მას, ვისაც სისხლიანი დაპირისპირების სურვილი აქვს" - ცოტნე გამსახურდია

ყოფილი პლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვიცინეთ, ვიღადავეთ, ვიკაიფეთ მთავრობის უუნარობაზე და არამხოლოდ მათზე... იმედია, არ მჭირდება ახლა მტკიცება, რომ ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში აბსოლუტურ უმრავლესობაზე მეტი ტრაგიკული თუ საბედისწერო რამ მინახავს, გამომიცდია. აქედან გამომდინარე ვწერ სწორედ ამ ყველაფერს:

ეს ქვეყანა დღეს კიდევ ერთ დესტაბილიზაციას, სისხლიან დაპირისპირებას ვეღარ გადაიტანს! 1990 წლის შემდეგ მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ეკონომიკურ პარამეტრებზე აღარ ვლაპარაკობ. პირადად მე მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდენ მას, ვისაც ზემოხსენებულის სურვილი აქვს!

სისულელეებს და ენით ზურგის ფხანას თავი დაანებეთ! მერე გვიან იქნება წუწუნი და თითზე კბენანი. არც უმრავლესობის კონფორმიზმი დაგვივიწყებია, როცა ურემი გადაბრუნდება ხოლმე. ფაქტია, რომ ეს საუბრები შედგა და მათ ნამდვილობას არც ფიგურანტები უარყოფენ. ვინ ჩაწერა, როგორ - მეასეხარისხოვანია!

ხელისუფლებამ გარდა შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებისა, აუცილებლად უნდა მიმართოს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და უცხოურ სტრუქტურებს და ასევე ამ საუბრებში ავად ხსენებულ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს: ვის, რატომ და რა ფორმით, რა მექანიზმით უჭერდნენ ისინი მხარს და ჰქონდათ თუარა ინფორმაცია, როგორც ამ საუბრებიდან ჩანს, რომ მათი რეაქციები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალადობრივი პროცესების ტრიგერი უნდა გამხდარიყო?! სხვათა შორის, მსოფლიო ისტორიას არაერთი ასეთი ფაქტია ახსოვს, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებში...

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე გათვლა მხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტს შეუძლია. მას, ვისაც მშვიდობიანად გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვს. სააკაშვილი ყველაფერზე წავა, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს და მერე ნახავთ "ნიათიანს" და უნიათოს!

პირადად საკუთარ პოზიციას ვიტყვი: ჩემთვის ეს ქვეყანა არც ივანიშვილისაა და არც მხოლოდ ქართული ოცნებაა! თუმც, რა თქმა უნდა, ისინიც მისი ნაწილი არიან... თუ რამე მაიძულებს, რომ მივიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, ან იარაღიც კი ავიღო ხელში - ეს არის აქ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება. იმიტომ, რომ:

ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ მაქვს ნანახი.

პ.ს. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ მომავალს, თუ საერთოდ გინდათ, რომ გქონდეთ!", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს