"მის საქართველო 2015"-ის ქუთაისელი მონაწილის გეგმები და მოლოდინები

"მის საქართველო 2015"-ის ქუთაისელი მონაწილის გეგმები და მოლოდინები

მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში "მის საქართველო 2015" ჩატარდება. კონკურსში გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისელი ნანა დეისაძე იბრძვის. ნანა დეისაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. როგორც თავად ამბობს, უყვარს მისი პროფესია, ასევე მოგზაურობა, კითხვა და ფიქრი ყველაფერზე.

"როგორც ყველა ბავშვს, მეც პატარობიდანვე მინდოდა მოდელობა და კონკურსებსაც ვადევნებდი თვალს. პირველად 2010 წელს "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ვთვლი, რომ წარმატებული იყო. 14 წლის ასაკში 800 კონკურსანტიდან ოცეულში მოვხვდი, მაგრამ ასაკმა და საცხოვრებელმა გარემომ არ მომცა შესაძლებლობა გავყოლოდი მოდელობას, თუმცა ის ჩემს გატაცებად ნამდვილად დარჩა", - ამბობს დეისაძე.

- რას ნიშნავს "მის საქართველო 2015"-ში მონაწილეობა?

- მიხარია, რომ 21 კონკურსანტს შორის მოვხვდი და ქუთაისს წარმოვადგენ. თუმცა, ვიცი რა რთულ და დაძაბულ რეჟიმში უწევთ გოგონებს ყოფნა და ამიტომ თავს ვიკავებდი კონკურსში მონაწილეობის მიღებისგან, მაგრამ ჩემი მეგობრებისა და ახლობლების თხოვნით, მაინც მივედი "ქასთინგზე" და შედეგიანადაც დასრულდა.

- როგორია დამოკიდებულება კონკურსანტებს შორის?

- ზოგადად, დამოკიდებულება ყველას კარგი ჰქონდა ერთმანეთთან, მაგრამ რაც უფრო მივუახლოვდით ფინალს, მით უფრო იმატა დაძაბულობამაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოვახერხე მეპოვა რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ვიმეგობრებდი.

-როგორია ნანას "საფინალო" მოლოდინი?

- რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკვირდებით და ჩვენეულ დასკვნებსაც ვაკეთებთ. გარდა კონკურსანტის გამოცდილებისა, ასევე მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები და ურთიერთობები ზოგადად, მედია საშუალებებთან. ფინალამდე ერთი დღით ადრე ჟიურის წევრებს ვხვდებით ინდივიდუალურად და იქ გადაწყდება, ვინ მოხვდება ხუთეულში და ვინ გახდება გამარჯვებული. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, ყოფილა შემთხვევები, ხუთეულში შემავალ წევრებს ფინალზე ,,თავი ვერ გამოუჩენიათ" და ჟიურისაც იქვე შეუცვლია გადაწყვეტილებები.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა