ადა მარშანია არჩევნებზე ხატით მივიდა

ადა მარშანია არჩევნებზე ხატით მივიდა

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია საარჩევნო უბანზე ხატით ხელში მივიდა. ადა მარშანია ამბობს, რომ მან სასტუმროდან საარჩევნო უბნამდე გზა ხატით ხელში საარჩევნო შტაბის წევრების თხოვნით გაიარა.

მარტვილში ხმის მისაცემად მეზობელი რაიონებიდან ხალხი ჩამოჰყავთ. კერძოდ, "პატრიოტთა ალიანსის" შტაბის ინფორმაციით, მოქალაქეები ჩხოროწყუდან ჩამოიყვანეს. ადა მარშანიას შეფასებით, ეს კანონის უხეში დარღვევაა. მისივე ინფორმაციით, ხალხს ხმის მისაცემად თანხებსაც კი სთავაზობენ.

იხილეთ ვიდეო

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს საგარეჯოშიც. ყველა უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საგარეჯოს ოლქში სულ 50 საარჩევნო უბანია გახსნილი. საპარლამენტო მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის.

სქრინი| "ქრონიკა", "იმედი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."