"სააკაშვილი საქართველოში "ბოევიკთა" ჯგუფების შემოყვანას შეეცდება"

"სააკაშვილი საქართველოში "ბოევიკთა" ჯგუფების შემოყვანას შეეცდება"

უშიშროების ექსმინისტრი ირაკლი ბათიაშვილი­ გასულ კვირას გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით შემაშფოთებელ განცხადებას აკეთებს:

- სააკაშვილი ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიასთან პირდაპირ ლაპარაკობს ისეთი მოქმედების დაგეგმვა-ორგანიზებაზე, იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, ის შეგვიძლია დავაკვალიფიციროთ როგორც მასობრივი არეულობის ორგანიზება, რომელიც გათვალისწინებულია სს კოდექსის 225-ე მუხლით. სააკაშვილი ამბობს, რომ უნდა აიგოს ბარიკადები, მოიტანონ რკინის კონსტრუქციები, დაიწყოს "ბოევიკების" მობილიზაცია და ამას მოჰყვება ცხვირის ნაყვა, სისხლი... ეს არის სწორედ მასობრივი არეულობის მოწყობა. ამავე დროს, იგეგმება ტელე-რადიომაუწყებლობის ბლოკირება. რაც შეეხება იმას, იკვეთება თუ არა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა, ამაზე ლაპარაკია ირიბად, ვინაიდან გამოყენებულია ისეთი ტერმინები, როგორიცაა რევოლუცია, რევოლუციური სცენარი და ა.შ.

რამდენი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილს სწადია მასობრივი არეულობის მოწყობის ინსპირირება და ორგანიზება, რაც საბოლოოდ ემსახურება მის მთავარ მიზანს - ხელისუფლების დამხობას.

გვარამია ახლა რომ ამბობს, არ გვინდა არეულობაო, საუბარში არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს სააკაშვილის მითითებებს. რაც შეეხება გვარამია-ბოკერიას აუდიოჩანაწერს, ბოკერია ოდესის გუბერნატორთან ერთად განიხილავს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. გვარამია გაიძახის, არც ერთი პოლიტიკოსის აზრს არ ვითვალისწინებ და არ მინდა ანტიკონსტიტუციური მოქმედებებიო, მან "სიმღერა" იქიდან გამომდინარე შეცვალა, რომ ვითარება შეიცვალა - "რუსთავი 2" ყოველდღე უხმობდა ხალხს და როცა დაინახა, მასობრივად ხალხი არ მივიდა, მიხვდნენ, ამ სცენარით ვეღარ განვითარდებოდა მოვლენები. ამასთან, გაჟონა ინფორმაციამ, რა ჰქონდათ დაგეგმილი, პოლიციამ დააყენა სათვალთვალო კამერები და აზრი აღარ ჰქონდა ბარიკადების აშენებას.

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუდიოჩანაწერების შინაარსზე მეტად, მათ კანონიერება-წარმომავლობაზე აკეთებენ აქცენტს. როგორც უშიშროების ექსმინისტრი, რას იტყვით, რა შემთხვევაში ჩაითვლება ეს ფარული მოსმენა კანონიერად?

- ეს აუდიოჩანაწერები თუ მოპოვებულია სხვა ქვეყნის სამსახურების მიერ და მათგან მოიპოვა ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა, ეს კანონიერია. თუ ამ საუბრებს ჩვენმა სპეცსამსახურებმა მოუსმინეს, ისინი ამას კანონიერად აკეთებდნენ - როცა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები იგეგმება, ვალდებული იყვნენ, ფარულად მოესმინათ. როცა არის არეულობის, გადატრიალების ან ტერორისტული აქტის მცდელობა, თუ შენ ამას სათანადოდ ვერ აკონტროლებ, შეცდომაა. გასარკვევია ფარული ჩანაწერის გენეზისი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის კანონიერია.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."