ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი სკანდალური მასალების შემდეგ

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება მის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი სკანდალური მასალების შემდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ მოსამართლის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, განეხორციელებინა ელვისებური აღება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის", ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისთვის, რომ ვებრძოლოთ, ვიყოთ კომპანიაში და ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა – საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც თუ როგორ შეგვიძლია სამართლებრივად ბრძოლა ხელისუფლებასთან", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2-მა" ხელისუფლებას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა.

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი არის ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და გადავარჩინეთ ქართული დემოკრატია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი ფუნქციონალური დემოკრატიული ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა.

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ტელეკომპანიას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და "რუსთავი 2" ეკუთვნოდეს იმათ, ვინც კანონიერად ფლობს დღეს და ქართველ ხალხს. ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და აუცილებლად გადავარჩენთ დემოკრატიას", - განაცხადა გვარამიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."