გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.

გივი თარგამაძესა და ნუგზარ წიკლაურს სავარაუდოდ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ, სადაც ისინი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან.

ნუგზარ წიკლაურისა და გივი თარგამაძის დაკითხვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია თუ როდის არიან დეპუტატები დაბარებულები სუს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ