ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული

ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მათი განმარტებით, ნიკა გვარამია ხვალ, 12:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული და დაკითხვა უკრაინული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება.

"დღეს საღამოს ტელევიზიის ოფისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ 4 ნოემბერს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

გვარამიას დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში რუსული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მოხდება", -ნათქვამია "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ