161-ე სკოლის ერთ-ერთ კორპუსში გათბობის მილები გასკდა

161-ე სკოლის ერთ-ერთ კორპუსში გათბობის მილები გასკდა

თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ კორპუსში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის პედაგოგებმა განუცხადეს, ამის მიზეზი გათბობის მილების დაზიანებაა, რის გამოც სკოლის შენობაში წყალი ჩამოდის.

"როგორც ჩანს, მილები წუხელ გასკდა და ხედავთ, რა სიტუაციაა - წყალია ჩამოსული მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე", - განმარტეს პედაგოგებმა. მათივე განმარტებით, გათბობის მილები დღის განმავლობაში შეკეთდება, დღეს გაცდენილი გაკვეთილები კი შაბათს ანაზღაურდება.

ამ დროისთვის 161-ე სკოლაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია