რა შეზღუდვები დაუწესდებათ თბილისში ტაქსისტებს? - მერია ლიცენზირების საკითხზე მუშაობს

რა შეზღუდვები დაუწესდებათ თბილისში ტაქსისტებს? - მერია ლიცენზირების საკითხზე მუშაობს

დედაქალაქის მცხოვრებთათვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა მოუწესრიგებელი გზები თბილისის ქუჩებში, საცობები არა მხოლოდ პიკის საათებში, უკვე თითქმის მთელი დღის განმავლობაში, გადაჭედილი და მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტაქსები, რომელთა რაოდენობაც თბილისში ყოველდღე მატულობს და საგზაო მოძრაობისას ხშირად პრობლემას ქმნიან.

როგორ აპირებს დედაქალაქის მერია ტაქსებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუმცა როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, მიმდინარეობს კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან ტაქსების ლიცენზირების შესახებ. მათივე ინფორმაციით, კონკრეტული დრო, თუ როდის დაიწყება ამ საკითხზე აქტიური მუშაობა, ჯერ უცნობია, რადგან მათი თქმით, ეს მოკლევადიანი პროექტი არ არის და სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.

"ყველა თბილისელის სურვილია, რომ ეს სფერო დარეგულირდეს. ტაქსების ლიცენზირების თემაზე მერიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, მიდის კონსულტაციები უცხოელ ექსპერტებთან. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რადგან ეს საკითხი აქამდე ასე მწვავედ არ დამდგარა, მაგრამ ეს პროცესი დროში საკმაოდ გაწელილია და მოკლევადიანი პროექტი არ არის.

როგორი უნდა იყოს ლიცენზირება - იქნება ეს ტექდათვალიერება, რომელიღაცა წელს გამოშვებული მანქანების აკრძალვა თუ სხვა, ამაზე მიდის მუშაობა. ჯერ მოსამზადებელი ეტაპია და როდის დასრულდება, ცნობილი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი იზრდება და ითხოვს ამ პრობლემის მოგვარებას. მერიამ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის“, - გვითხრეს მერიაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია