რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "ფრანს პრესი", მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუმინეთში პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. ბუხარესტის ქუჩებში 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები კორუფციის წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და პრემიერ ვიქტორ პონტას მკვლელი უწოდეს.

საპროტესტო აქცია ბუხარესტის ღამის კლუბში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გაიმართა. ბოლო მონაცემებით, კლუბში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. კლუბის სამი მფლობელი დაკავებულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა