ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება

ქართული ხილი ზამთარში გაძვირებული ფასით გვიბრუნდება

აგრობიზნესში დასაქმებულები დარგის ძირითად პრობლემად ლოჯისტიკის არარსებობას ასახელებენ. ნანა თორდია შპს "გემოანის" მფლობელი და დირექტორია. 2011 წლიდან კივის პლანტაციების გაშენება დაიწყო და ბიზნესში ჩადებული 200 000 დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკვე 2 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს კივის მოსავალზე აკეთებს, თუმცა კომპაანიის მფლობელობაში არსებული 105 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ნაწილი თხილის პლანტაციებსა და სამურაბე ჯიშის კაკლებსაც უჭირავს.

"ძალიან დიდ დაბრკოლებას გვიქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოში რეგიონალური ლოჯისტიკური პაკეტი ძალიან განუვითარებელია. მოსავლის მოგროვებისა და შენახვის პრობლემა სერიოზული თემაა. ჩვენ ამ პრობლემას გადავაწყდით და ვერ მოვნახეთ გზა, რომლითაც მას გადავჭრიდით, ამიტომ იძულებული გავხდით საკუთარი სამაცივრე სისტემა გაგვემართა. ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 150 000 დოლარი ესაჭიროება მაცივარს, რომელშიც 100 ტონამდე ხილი დაეტევა. იანვარში ჩვენ გვექნება აღნიშნული სამაცივრე სისტემა. კივი, უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელია 9 თვემდე დარჩეს იქ და არ გაფუჭდეს. საერთოდ პირიქით ხდება, საქართველოში ხილის იმპორტიორი ქვეყნები ჯერ ყიდულობენ აქაურ მოსავალს და საკუთარ სამაცივრე სისტემებში ინახავენ, ზამთარში კი ისევ შემოაქვთ, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასებში", - ამბობს ნანა თორდია.

ნანა თორდიას თქმით, აგრობიზნესი რთული თემაა, წლები სჭირდება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მოგების მოლოდინი კი შეიძლება გქონდეს 3-4 წლის შემდეგ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია