აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ვარაუდით, ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ვარაუდით, ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო

აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ვარაუდობს, რომ ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე ბომბის აფეთქება გახდა, თუმცა აღიარებს, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.

როგორც სააგენტო "ესოშიეითედ პრესი" იტყობინება, აშშ-ის დაზვერვის ვერსია ეფუძნება გარკვეულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ასაფეთქებელი მოწყობილობა ლაინერის ბორტზე "ისლამური სახელმწიფოს" ეგვიპტური ფრთის მებრძოლებმა დაამონტაჟეს. სააგენტოსთან საუბარში ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს მომხდარის ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ გააჩნიათ.

თავის მხრივ, სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომ რუსული ლაინერის ბორტზე ბომბის აფეთქების ვერსიას განიხილავენ ევროპულ სპეცსამსახურებშიც.

რუსული ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო ლაინერი Aირბუს-321-ი, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა