ზაზა ბიბილაშვილი - დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით

ზაზა ბიბილაშვილი - დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით

"რუსთავი 2"-ის ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების დარღვევით გამოიცა.

მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ გამოიგონა ახალი კანონები და "დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით". "მას შემდეგ რაც გამოვიდა გადაწყვეტილება, განვაცხადე რომ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება გამოეტანა თამაზ ურთმელიძეს, უნდა გაეუქმებინა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები - სამოქალაქო კოდექსი, მეწარმეთა კანონი, საჯარო რეესტრი და მთელი რიგი ნორმებისა. ეს მოსამართლე ურთმელიძემ გააკეთა. დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე შემდეგ ნაბიჯს - მოსამართლე ურთმელიძემ გამოიგონა ახალი კანონები და ვცხოვრობთ ჯამახირიის კანონებით. ის, რაც გააკეთა თამაზ ურთმელიძემ, არ ემყარება არც ერთ მოქმედ კანონს. დღეს ჩვენ ვართ მთლიანად კანონის ფარგლებს გარეთ, რაც ნიშნავს რომ აღარ ვარ "რუსთავი 2"-ის ადვოკატი, აღარ ვარ გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატი. მე ვარ უბრალოდ ერთი მოქალაქე, რომელიც ვიცავ საქართველოს მომავალს, ჩემს საკუთარ მომავალს, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ დამყარდეს დიქტატურა. თამაზ ურთმელიძემ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი და მე პირადად ვპირდები, რომ ძალიან ბევრ წელს გაატარებს ციხეში", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ