"სანამ მეძინა, "ოცნებას" ყველა ოცნება დაუმარხავს!" - მერაბ მეტრეველი "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე

"სანამ მეძინა, "ოცნებას" ყველა ოცნება დაუმარხავს!" - მერაბ მეტრეველი "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე

წუხელ ღამით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება გამოქვეყნა.

განჩინებაში ურთმელიძე მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი". მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ. მეშვიდე პუნქტში მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. ტელევიზიასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც ეხმაურება:

"სანამ მეძინა, "ოცნებას" ყველა ოცნება დაუმარხავს!

ხალხნო, არ შეიძლება შურისძიების გრძნობას და ბოღმას ქვეყანა გადავაყოლოთ! ამიტომ იმის მიხედვით ნუ სჯით, ვის მოგწონთ "რუსთავი 2" და ვის არა. იმის მიხედვით იმსჯელეთ, ქვეყანას ეს პროცესი რა შედეგს მოუტანს. თუ პოლიტიკური ბრძოლა არაა, დალოდებოდნენ ყველა ინსტანციის სასამართლოს და მერე შეეცვალათ მართველი!", – წერს მეტრეველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს