"ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა" - ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურს მიმართავს

"ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა" - ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურს მიმართავს

მუსიკოსი ტარიელ სუარი საპარლამენტო უმრავლესობისა და "ქართული ოცნების" წევრ, თამაზ მეჭიაურს მიმართავს:

"ბატონო მეჭიაურო თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გერმანიის სასამართლოში გადაამოწმოთ საქმე, რომლის მიხედვითაც ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა, რის შედეგადაც მან უკეთესად დაიწყო საკუთარი საქმის კეთება. რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა.

თქვენ არა მხოლოდ ბატონი ბიძინას სახელს არცხვენთ, არამედ მთელი პარტიისას! ამ ასაკში არ გეკადრებათ ასეთი რამ!

რაც შეეხება ფადი ასლს. საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ურიგო არ იქნებოდა ქართულად საუბარი მაინც ესწავლა" - წერს სუარი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ფადი ასლი სოციალურ ქსელში მეჭიაურის შესახებ პოსტი დაწერა:

"თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: "სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო"

სტატუსს მალევე გამოეხმაურა, დეპუტატი და აღნიშნა, რომ ფადი ასლი "იმის ასლადაც ვერ გამოდგა, რაც იას (ფარულავა) სჭირდებოდა".

"შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება" - აღნიშნა მეჭიაურმა.

სავარაუდოდ, სუარის შეშფოთება სწორედ დეპუტატის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გამოიწვია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს