მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ურთმელიძეს, ივანიშვილს, თოფაძეს, ამაშუკელს, სტურუას, მეჭიაურს, ღარიბაშვილსა და ნარმანიას ქართველ იუდებს უწოდებს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ურთმელიძეს, ივანიშვილს, თოფაძეს, ამაშუკელს, სტურუას, მეჭიაურს, ღარიბაშვილსა და ნარმანიას ქართველ იუდებს უწოდებს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე დღევანდელ რეალობასა და ქართველ პოლიტიკოსებზე წერს:

"წმიდა პატრიარქ კირიონ (საძაგლიშვილის), წმიდა პატრიარქ ამბროსი (ხელაიას), წმიდა ილია მართლის, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის, მიხეილ ჯავახიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, შალვა ვარდიძის, ძმები ზუბალაშვილების, მიხეილ თამარაშვილის, პეტრე ხარისჭირაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ცხოვრების მორალური უფლება არა აქვთ ბიძინა ივანიშვილს, გოგი თოფაძეს, რეზო ამაშუკელს, რობერტ სტურუას, ქეთი დოლიძეს, სტალინის ტროიკის მაგვარ ვითომ მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს, გია ვოლსკის, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს, თამაზ მეჭიაურს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით ნარმანიას, კონსტანტინე იაკობიშვილს და კიდევ რა ჩამოსთვლის ქართველ წმიდანებსა და გმირებს და ქართველ იუდებს..

მე ყოველ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ ღვთისა და ერის წინაშე და არანაირად სინდისი არ მამხილებს ამ სტატუსის გამო, რეალურად შექმნილი პრობლემების, კერძოდ, დღევანდელი ქართული რეალობის, მოხსნილი სოციალური დახმარებების, გაძვირებული მედიკამენტების და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უკიდურესი სიდუხჭირის გამო.. დანარჩენზე დასკვნები თავად გააკეთეთ.. ღმერთმა უშველოს მჩაგვრელებსაც და ჩაგრულებსაც.. მჩაგვრელებს და მოძალადეებს სინანულს ვუსურვებ, ჩაგრულებს კი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ლამაზი, ბედნიერი საქართველოს მოქალაქეობას.. კმარა სიცრუეში ცხოვრება, რამეთუ წმიდა მამებს უთქვამთ, "ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა".. სიმართლე კი ნათელია და ჭეშმარიტებაა.. რა დღეში ვართ ხალხო??

ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე მშიერია და ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.. ასეთ დუხჭირ მდგომარეობაში მყოფნი ვართ და ამ დროს წულუკიანი და მეჭიაური უტიფრად ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ბოდიშს მოითხოვენ.. ბოდიშს მოითხოვე იმ სახელმწიფოსგან, რომლის კისერზეც მეოთხედი საუკუნეა ვზივართ და რომლის გრანტებსაც უტიფრად ჭამენ.. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ.." - წერს ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს