ადიგენში 16 წლის გოგონამ თავი სავარაუდოდ, მძიმე დიაგნოზის გამო ჩამოიხრჩო

ადიგენში 16 წლის გოგონამ თავი სავარაუდოდ, მძიმე დიაგნოზის გამო ჩამოიხრჩო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ცხედარი მეზობლებმა საბძელში იპოვეს. თანაკლასელების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გოგონამ ორ მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. მათგან ერთ-ერთი, რომელიც გარდაცვლილთან ახლოს ცხოვრობდა, მაშინვე მის სახლში გაიქცა, თუმცა ცოცხალს ვეღარ მიუსწრო.

"ორი თვის წინ გაიგო, რომ ლეიკემია ქონდა და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა. ბოლო პერიოდში სულ ჩუმად იყო და ხშირად არ საუბრობდა", - ამბობენ 16 წლის ე.ა-ს მეგობრები.

თანაკლასელების და მეზობლების ვარაუდით, 16 წლის ე.ა-მ თავი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოიკლა.

"ეს ავადმყოფობა ვინ და რა სიტუაციაში უთხრა, არ ვიცით, შეიძლება თავი ამიტომ მოიკლა, შოკში ვართ. უმამოდ გაზრდილი ბავშვია. ხშირად ამბობდა, რომ წამლები ძვირი ღირს და ოჯახს ტვირთად ვაწევარო", - ამბობენ მეზობლები.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა