ქართული მწვანილის უცხოური პერსპექტივები

ქართული მწვანილის უცხოური პერსპექტივები

საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამიტომ აქ ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის ქართული მწვანილიც უნდა დასახელდეს. დღესდღეობით საქართველოდან მწვანილი ექსპორტზე მხოლოდ უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში გადის, თუმცა თავისუფლად შეიძლება ევროპულ ბაზარზეც დამკვიდრდეს - ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. "ევროსტატ"-ის ინფორმაციით, 2009-2013 წლებში ევროპის ქვეყნებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი - 8,3% იზრდებოდა. ევროკავშირში მწვანილის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, ამავე დროს, იქ მწვანილის მიმწოდებლები არიან ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ეთიოპია, კენია, ბრაზილია და პერუ... იმავე "ევროსტატ"-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც ქართველ მწარმოებლებს ამ ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს. მაგრამ იმისათვის, რომ ქართული ბოსტნეული და ხილი ევროკავშირის ქვეყნებში მოხვდეს, მეწარმეს მეურნეობაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი უნდა ჰქონდეს დანერგილი. GLOBAL GAP - ეს არის სტანდარტი, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ნიადაგის დამუშავებით დაწყებული, პროდუქტის დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. ასეთ პროდუქციაში საზიანო ნივთიერებების და ქიმიკატების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.

გარდა ევროპისა, ქართული მწვანილის შეტანა სულ მალე რუსეთშიც დაიწყება, ეს ქართული პროდუქციისთვის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია. რუსეთში ჩვენებური მწვანილისთვის შეზღუდვები მოიხსნა და სულ მალე საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას გეგმავს შპს "ჰერბია", რომელსაც GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აქვს მინიჭებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, კომპანიაში ამისათვის უკვე მზად არიან:

- ბატონო ზურაბ, რა მდგომარეობაა დღესდღეობით ამ ბიზნესში?

- საქართველოში მწვანილი ძირითადად ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით იწარმოება. 2006 წლამდე ქართულ მწვანილზე მოთხოვნა თანდათან იზრდებოდა და დაახლოებით 7 ათას ტონამდე მწვანილის ექსპორტს ვახერხებდით, მაგრამ 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ მწვანილის მწარმოებლები და ექსპორტიორები ძირითადი ბაზრის გარეშე დავრჩით - ჩვენი პროდუქციის 70-80% რუსულ ბაზარზე იყიდებოდა. მართალია, ქართული მწვანილი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა, მაგრამ ძირითადი ბაზარი ჩვენთვის მაინც რუსეთი იყო.

- რა მოხდა რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ, როგორ გააგრძელეთ საქმიანობა?

- ყველაფერი ვიღონეთ, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებული ყოფილიყო არა რუსულ, არამედ ვეროპულ ბაზარზე და მიზნობრივი ბაზრების მოძიება დავიწყეთ. პირველ რიგში ეს იყო ჰოლანდია და გერმანია - გვინდოდა რუსული ბაზარი ამ ბაზრებით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ამ ქვეყნებში მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქტი სჭირდებოდათ, ისინი GLOBAL GAP-ის სტანდარტს მოითხოვდნენ. 2010 წლის შემდგომ ჩვენ მივიღეთ ეს სერტიფიკატი, სანიმუშო პარტიებიც გავგზავნეთ ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, გამოფენებშიც მივიღეთ მონაწილეობა... ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია მაღალხარისიხიანი უნდა ყოფილიყო, მისი მიწოდების უწყვეტობაც უნდა დაგვეცვა. სამწუხაროდ, ჩვენი პროდუქცია იმდენად ცოტა იყო ამ ბაზრებისთვის, რომ მომარაგება ვერ შევძელით. ამის გამო იძულებული გავხდით ადგილობრივი ბაზრით დავკმაყოფილებულიყავით და ჩვენს მაღაზიებში შეგვეტანა დაფასოებული პროდუქცია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. კიდევ კარგი, ჩვენმა ინიციატივამ გაამართლა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია