აზიური ქალაქი, რომელსაც უფრო მეტი ენერგია აქვს, ვიდრე ნიუ იორკს და ტოკიოს

აზიური ქალაქი, რომელსაც  უფრო მეტი ენერგია აქვს, ვიდრე ნიუ იორკს და ტოკიოს

სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული ისეთი სიჩქარით ვითარდება, რომ მალე მსოფლიოს ყველა ქალაქს გაუსწრებს. სეულში თავდაუზოგავი მუშაობის კულტურაა და ყველა საქმის კეთებაზე ფიქრობს.

"სეული ყველაზე ენერგიული, დატვირთული ქალაქია, სადაც მიცხოვრია. სხვადასხვა დროს ვცხოვრობდი ნიუ იორკში და ტოკიოში, მაგრამ სეული ორივეს ჯობს", - ამბობს რუჩიკა საჰაი, რომელიც ავსტრალიიდან ორი წლის წინ ჩავიდა სამხრეთ კორეაში.

თანამედროვე ქალაქის ქუჩებში ანდერგრაუნდ მაღაზიები ქაოტური და ძველი სამყაროს ტემპით ვიბრირებს.

ადგილობრივები ძალიან დაკავებულები და მეგობრულები არიან. "სეულის მოსახლეობა ძალიან გულიანი ხალხია, მეგობრულები არიან და არ ერიდებიან ემოციების გამომჟღავნებას".

სეულში კრეატიული ენერგია პულსირებს, რაც ამოძრავებს ინოვაციურ მუსიკას, ტექნოლოგიას, მოდას და წვლილი შეაქვს ქალაქის ეკონომიკაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში.

დაწყებული კაფეებიდან, სადაც კედლებზე პოპულარულ სატელევიზიო შოუებს უჩვენებენ, გაგრძელებული სილამაზის სალონებით, რომლებიც ერთდროულად ჩაის მაღაზიაცაა და დამთავრებული ბარებით, რომლის მენიუც ბოულინგის კეგლებზე წერია, სეულის ბიზნესი მუდამ ახალი იდეებით და წამოწყებებით გამოირჩევა. "სეულში ყოველი დღე ახალი თავგადასავალია" - ამბობს საჰაი.

იხილეთ გალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა