"ეკა გიგაური ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას" - ივანიშვილი TI-ს აღმასრულებელ დირექტორს პოლიტიკაში წასვლისკენ მოუწოდებს

"ეკა გიგაური ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას" - ივანიშვილი TI-ს აღმასრულებელ დირექტორს პოლიტიკაში წასვლისკენ მოუწოდებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის პოლიტიკაში შესაძლო წასვლას მიესალმება.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიგაური თავისი გამოსვლებით "ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას".

"მე მივესალმები, რომ ის რაც შეიძლება მალე გადავიდეს პოლიტიკაში, რამეთუ თავისი გამოსვლებით ამახინჯებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძალიან სასურველი იქნება, რომ გიგაური რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ რეალურად ის დღეს პოლიტიკაშია, უბრალოდ ვერ მოახერხა, ფორმა არ შეიცვალა და ისევ "ენჯეოს" სახელით გამოდის, ასაღებს თავს სამოქალაქო საზოგადოების წევრად და ნაწილად. მივესალმები, თუ გიგაური მოახერხებს და გააფორმებს იმას, რასაც რეალურად აკეთებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, ეკა გიგაური დღევანდელი ხელისუფლების და პირადად მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსია, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობა".

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა გიგაური ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩში" აპირებს გაწევრიანებას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."