ევროპარლამენტის მომხსენებელი - საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს უვიზო რეჟიმი მიიღოს

ევროპარლამენტის მომხსენებელი - საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს უვიზო რეჟიმი მიიღოს

საქართველოს ყველა შანსი აქვს, 2016 წელს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა.

"წლის ბოლომდე ველოდებით ევროპული კომისიის ძალიან დადებით ანგარიშს. 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უვიზო რეჟიმი უკვე მომავალ წელს დაწესდება", - განაცხადა მამიკინმა.

მისი თქმით, შარშან საქართველომ, მოლდოვასგან განსხვავებით უვიზო რეჟიმი ვერ მიიღო, რაც "გარკვეული უსამართლობა" იყო. მისი მოსაზრებით, მოლდოვას სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება რუმინული ლობის ძლიერი გავლენით იყო განპირობებული.

მამიკინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამ ახალ ასოცირებულ წევრს შორის, საქართველო, კანონების ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის პროექტების განხორციელბის კუთხით "აბსოლიტური ლიდერია". "ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის უვიზო რეჟიმის მიღება. ამას სიმბოლური მნიშვნელობა უფრო აქვს, ვიდრე პოლიტიკური", - აღნიშნა მამიკინმა.

მისივე მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად კარგად მოემზადა, ამიტომ ევროპული კომისიის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმი დაწესდება, რის პროცედურაც "საკმაოდ მარტივი" იქნება.

"შესაძლოა ჩატარდეს სიმბოლური კენჭისყრა ევროპარლამენტში. თუმცა, რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ დეპუტატების უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს. მთავარი გადაწყვეტილება ევროპულმა პარლამენტმა 1 წლის წინ მიიღო, როცა საქართველოს ასოცირებულ წევრობას დაუჭირა მხარი. ამიტომ, გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ტექნიკური ხასიათისაა", - განაცხადა მამიკინმა.

მისი მოსაზრებით, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირი 2016 წელს არ დააწესებს სავიზო რეჟიმს უკრაინასთან და თურქეთთან.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."