ძლიერმა ქარმა ბაღდათის რაიონში ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ბაღდათის რაიონში ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ბაღდათის რაიონში ხეები მოგლიჯა. ძლიერი წვიმების შედეგად კი ბაღდათი-საირმის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზა გადაიკეტა და ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ბაღდათის რაიონში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმა იმერეთში გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად, კალაპოტებიდან მდინარეები გადმოვიდა, რის გამოც, რამდენიმე გზა ნიაღვარმა წაიღო.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა