ძმები ყარამანაშვილები "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების პატიმრობაში დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ძმები ყარამანაშვილები "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების პატიმრობაში დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წილის 91%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები პარლამენტის შენობასთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების დაკავებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი პატიმრობაში დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებენ:

"12 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა 2 ნოემბერს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები - ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია. გვსურს, ჩვენი სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა პატრიოტებს და მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადოთ სამოქალაქო სიმამაცისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი საერთო გამარჯვებით - რუსთავი 2 კვლავ იდგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც მრავალთა შორის, მათი დამსახურებაც არის. გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და კახაბერ გაბუნიას პატიმრობა მხოლოდ დროებითია და ისინი მალე შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს.

აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მოახდინონ დაკავებული პირების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი და მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შეწყდეს თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი პატრიოტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია