იმყოფებოდა თუ არა "ჰეზბოლას" ტერორისტი თბილისში და რა ვიცით აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციაზე

იმყოფებოდა თუ არა "ჰეზბოლას" ტერორისტი თბილისში და რა ვიცით აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციაზე

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" არსებული გვერდი ქართული არმია / Geo-Army.ge ირწმუნება, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ერთ-ერთი საველე მეთაური საიად ალ ბაჰაიდი თბილისში იმყოფებოდა. გვერდი აქვეყნებს ფოტოებს, რომელშიც მოქალაქე, რომელიც ფეისბუქ-გვერდ "ქართული არმიას" მტკიცებით "ჰეზბოლას" წევრი საიად ალ ბაჰაიდია, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზეა გადაღებული. მეტი დამაჯერებლობისთვის გვერდზე სხვა ფოტოებიც გამოქვეყნდა, რომელშიც, "ქართული არმიის" მტკიცებით, იგივე პირი შეიარაღებულია გამოსახული.

AMBEBI.GE უკვე უკავშირდება შესაბამის ორგანოებს იმის დასადგენად, რეალურად, გადმოკვეთა თუ არა ვინმე საიად ალ ბაჰაიდმა საქართველოს საზღვარი.

რაც შეეხება ჩვენს მცდელობას, მოგვეძიებია ინფორმაცია აღნიშნულ პირზე, ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ უცხოენოვან ფორუმებსა და "ტვიტერზე" შესაძლებელი. ერთ-ერთ ფორუმზე ირწმუნებიან, რომ ერაყის ათეულობით მოქალაქე, რომელიც ისლამური რევოლუციონერული გუშაგი და შეიარაღებული ფორმირების წევრია, ევროპაში მოგზაურობდა. ამის დასადასტურებლად ფორუმებზე შესაბამისი ფოტოებიც ვრცელდება და ერთ-ერთი სწორედ საქართველოში გადაღებული ის ფოტოა, რომელსაც ფეისბუქზე "ქართული არმია" ავრცელებს.

რაც შეეხება ორგანიზაცია "ჰეზბოლას", ეს არის ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. ჩამოყალიბდა 1980-იანი წლების პირველ ნახევარში, შიიტებით დასახლებული ბიქაას მუჰაფაზაში, ისრაელის ლიბანში შეჭრის საპასუხოდ. მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ს, ასევე კანადის მიერ. მხოლოდ შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში.

"ჰეზბოლას" ჩამოყალიბების რამდენიმე ვერსია არსებობს, პირველი და ოფიციალური ჰეზბოლას ჩამოყალიბების თარიღად აყენებს 1982 წელს, ისრაელის მიერ ლიბანში შეჭრის დაწყებას. "ჰეზბოლას" პირველ ლიდერად სახელდება სეიდი იმამი რაღიბ ჰარუბი. მეორე ვერსიით, "ჰეზბოლა" სწორედ სეიდ იმამ რაღიბ ჰარუბის მკვლელობის (1984) შემდეგ შეიქმნა, როცა "ჰეზბოლას" მოწინააღმდეგეები "ჰეზბოლას" ჩამოყალიბებას სრულიად მიაწერენ სეიდ აიათოლა ხომეინის იდეას ისლამური რევოლუციის განვრცობის შესახებ და ჰეზბოლას ჩამოყალიბებას ათარიღებენ 1980 ან 1981 წლით, ირანის ისლამური რესპუბლიკის დაფინანსებას და სხვა მოქმედებებს.

"ჰეზბოლას" დაფუძნებასა და მისი წესდების მიღებაში აღსანიშნავია სეიდ ჰუსაინ ფადლულასა და შაიხ სუბჰ ალ-თუფალის როლი. "ჰეზბოლას" წესდების თანახმად, მისი შექმნისა და არსებობის მიზანი იყო ლიბანის გაწმენდა გარეშე ძალების ოკუპაციისა და გავლენისაგან, მისი სუვერენიტეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და სამოქალაქო ომში დამნაშავე პირების (უპირატესად, ქათაიბის წევრები) დასჯა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია