"თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ" - "შარლი ებდომ" პარიზის ტერაქტებზე 13 კარიკატურა გამოაქვეყნა

"თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ" - "შარლი ებდომ" პარიზის ტერაქტებზე 13 კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგული ყოველკვირეული სატირული გაზეთის "შარლი ებდოს" რედაქცია, რომელიც სკანდალური კარიკატურებითაა ცნობილი, პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებით გამოვიდა.

"მთელი სარედაქციო ჯგუფი შოკირებული და აღშფოთებულია პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. "შარლი ებდო" უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს. გაზეთი თავადაც იცნობს ტერორისტული სისასტიკის და ისლამური ტოტალიტარული იდეოლოგიის ქმედებებს, რომელთაც სხვა მიზანი არ გააჩნიათ, გარდა რესპუბლიკისა და დემოკრატიის ღირებულებების განადგურებისა", - ნათქვამია რედაქციის მიმართვაში.

ამასთან "შარლი ებდოს" კარიკატურისტმა ჯოან სფარმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა კარიკატურები, რომელიც 13 ნოემბრის ტერაქტს ეძღვნება. კარიკატურაზე მინიმალისტური ტექნიკით ადამიანია დახატული, რომელიც შემდეგ წინადადებებს წარმოთქვამს:

1. საფრანგეთი ძველი ქვეყანაა, სადაც შეყვარებულები თავისუფლად ეხუტებიან ერთმანეთს.

2. პარიზი ჩვენი დედაქალაქია. ჩვენ გვიყვარს მუსიკა, სმა, სიხარული.

3. ასწლეულების მანძილზე სიკვდილის მოყვარულები ცდილობდნენ, სიცოცხლის გემო წაერთმიათ ჩვენთვის.

4. მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

5. ისინი, ვისაც უყვართ, ვისაც უყვართ ცხოვრება, საბოლოოდ ყოველთვის დაჯილდოვდებიან.

6. პარიზის დევიზი სილამაზეა.

7. "ცურავს, მაგრამ არ იძირება" - პარიზის დევიზი.

8. მეგობრებო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მადლობა #PrayForParis-სთვის, მაგრამ ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი რელიგია! ჩვენი რწმენა მუსიკა! კოცნა! სიცოცხლე! შამპანური და სიხარულია! #ParisIsAboutLife.

9. ტერორიზმი მტერი არაა, ტერორიზმი მოქმედების პრინციპია. იმ მანტრის გამეორება, რომ ჩვენ "ომის რეჟიმში ვართ", როდესაც არ გვყოფნის სიმამაცე პირდაპირ დავასახელოთ მტერი, არაფრისკენ წაგვიყვანს. ჩვენი მტრები არიან ისინი, ვისაც სიკვდილი უყვარს. განსხვავებული ფორმებით ისინი სულ არსებობდნენ. ისტორია მათ მალე ივიწყებს.

10. ადამიანები, რომლებიც დღეს საღამოს დაიღუპნენ, გამოვიდნენ იმისთვის, რომ ეცხოვრათ, დაელიათ და ემღერათ, მათ არ იცოდნენ, რომ ომი იყო გამოცხადებული.

11. იმის მაგივრად, რომ გავიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი ფასეულია.

12. სიკვდილის მოყვარულებო, თუ ღმერთი არსებობს, მას თქვენ სძულხართ. და თქვენ უკვე წააგეთ როგორც დედამიწაზე, ისე სამოთხეში.

13. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგვიფურთხებია სიკვდილისთვის.

მომზადებულია dayonline.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა